ამოქსიკლავი 600მგ #5ა
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
5 ცალი ფლაკონი ყუთში ამოქსიკლავი® 600 მგ საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
ამოქსიკლავი® 1,2 გ საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
ამოქსიკლავი 600 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს ნატრიუმის მარილის სახით და 100 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
ამოქსიკლავი 1,2 გ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ამოქსიცილინს ნატრიუმის მარილის სახით და 200 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ჩვენებები:
ამოქსიკლავი არის ანტიობიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ფართო სპექტრის სამკურნალოდ, მათ შორის:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), ძირითადად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონია და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტის და მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ძირითადად, ცისტიტი (განსაკუთრებით რეციდიული ან გართულებული-გამონაკლისია პროსტატიტი), სეპტიური აბორტები, მენჯის ან მშობიარობის შემდგომი სეფსისი და ინტრააბდომინალური სეფსისი;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, რომელთა გამომწვევი შეიძლება იყოს ცხოველების ნაკბენი, და მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.
-ინფექციების განვითარების პროფილაქტიკა ფართო ქირურგიული ჩარევების, განსაკუთრებით ღრუების, მენჯის, თავისა და კისრის არის და კიდურების ამპუტაციის შემდეგ;
საინექციო ფორმის პრეპარატი ასევე გამოიყენება ფართო ქირურგიული ჩარევების შემდეგ ინფექციური გართულებების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით ექიმის ან მედ. დის მიერ. ექიმი მიიღებს გადაწყეტილებას პრეპარატის სადღეღამისო დოზის რაოდენობის და მისი შეყვანის სიხშირის თაობაზე.
პრეპარატის სტანდარტული დოზები:
-მოზარდები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1,2 გ ყოველ 8 საათში
-12 წლამდე ასაკის ბავშვები: სხეულის წონის კილოგრამზე 30 მგ ყოველ 8 საათში; ჩვილი ბავშვები პრეპარატს იღებენ ყოველ 12 საათში.
მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.
პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით, ამოქსიკლავის სტანდარტული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1,2 გ ვენაში ოპერაციამდე ანესთეზიის ჩატარების დროს.
თუ თქვენ თვლით, რომ გამოტოვეთ პრეპარატის აუცილებელი ინექცია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მედ.დას
მკურნალი ექიმის მიერ მკურნალობის სქემის განმეორებითი გადახედვის გარეშე არ არის რეკომენდებული მოცემული პრეპარატის გამოყენება ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის მუშაკებისათვის: ინფორმაცია საინექციო ხსნარის ან ინფუზიის დამზადების, ასევე მათი ჩატარების წესის შესახებ, მოყვანილია მოცემული ინსტრუქციის ბოლოს. გვერდითი მოვლენები:
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ატარებენ გარდამავალ ხასიათს.
ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ უარყოფით რეაქციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას, თუ გაგინვითარდათ:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გართულებული ყლაპვა და სუნთქვა;
-ქავილით, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარით, მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰისპიტალიზაცია. ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ შემდეგი ნიშნები:
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა (არის ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა)
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება
-თუ ბავშვი გამოყოფს ჩვეულებრივთან შედარებით შარდის მცირე რაოდენობას (არის თირკმელების ანთებითი დაავადების განვითარების შესაძლებლობა - ინტერსტიციალური ნეფრიტი ან შარდში კრისტალების ფორმირების გამო მილაკების ბლოკადა)
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რომლებიც იწვევენ სისხლჩაქცევებს, ხშირ ინფექციებს (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიას
-კრუნჩხვა.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას სამკურნალოდ დახმარების აღმოსაჩენად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
არახშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ინექციის ადგილის ტკივილი ან შეშუპება
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში;
შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შიშის გრძნობა, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია;
-ცხელება.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის ან მოცემული პრეპარატის სხვა ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ტერმინი ალერგია ნიშნავს, რომ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენ გივითარდებოდათ რეაქციები კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით.
-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას, ან, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას გივითარდებოდათ ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ თქვენ დაავადებული ხართ მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით. ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე:
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი გააკორექტირებს პრეპარატის დოზას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ; -თუ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბრონქიალური ასთმა.
თუ თქვენ როდესმე შეგიმჩნევიათ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს განვითარება, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პრაქტიკულად ნებისმიერი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას არსებობს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში, ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება. თუ ადრე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ გივითარდებოდათ მძიმე დიარეა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით განვითარებული ინფექციების წარმოშობის საშიშროება.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის (შარდში კრისტალების წარმოშობა) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ორსულობა და ლაქტაცია:
შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად) ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს. მოცემული პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დასაშვებია ამოქსიკლავის გამოყენება ლაქტაციის დროს. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობა) საშიშროების გარდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების განვითარება არ აღმოჩენილა. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. განსაკუთრებული მითითებები:
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი პრაქტიკულად არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოქსიკლავის ზოგიერთ კომპონენტზე:
საინექციო ხსნარის დასამზადებელი 1,2 გ ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ კალიუმს (39 მგ). ეს ინფორმაცია უნდა გათვალისწინდეს შემცირებული თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც არიან კალიუმის დიეტაზე. შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ინექციის ადგილას. საინექციო ხსნარის დასამზადებელი 600 მგ ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ-ზე ნაკლებს), ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს კალიუმს. შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ინექციის ადგილას. საინექციო ხსნარის დასამზადებელი 1,2 გ ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეიცავს 2,74 მმოლ ნატრიუმს (63 მგ). ეს ინფორმაცია უნდა გათვალისწინდეს პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის დიეტაზე. საინექციო ხსნარის დასამზადებელი 600 მგ ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეიცავს 1,37 მმოლ ნატრიუმს (31,5 მგ). ეს ინფორმაცია უნდა გათვალისწინდეს პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის დიეტაზე.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის გამოყენების ინსტრუქცია:
ინექცია ვენაში
ფლაკონი 600 მგ:შიგთავსის გასახსნელად გამოიყენეთ 10 მლ საინექციო წყალი.
ფლაკონი 1,2 გ: შიგთავსის გასახსნელად გამოიყენეთ 20 მლ საინექციო წყალი.
ახალმომზადებული ხსნარის (გახსნიდან 20 წუთის განმავლობაში) შეყვანა ხდება ნელა, 3-4 წუთის განმავლობაში.
ინფუზია ვენაში
10 მლ საინექციო წყალში გახსნილი 600 მგ ფხვნილი ემატება 50 მლ საინფუზიო ხსნარს;
20 მლ საინექციო წყალში გახსნილი 1,2 გ ფხვნილი ემატება 100 მლ საინფუზიო ხსნარს; ინფუზია ტარდება 30-40 წუთის განმავლობაში.
არ შეიძლება ამოქსიკლავის და სხვა პრეპარატების შერევა ერთ შპრიცში ან საინფუზიო ფლაკონში.
გახსნილ ხსნარს აქვს ღია-ჩალის ფერი.
დასაშვებია მხოლოდ ახალი, გამჭირვალე ხსნარის გამოყენება.
ამოქსიკლავის ინფუზია ვენაში შეიძლება ჩატარდეს ვენაში შესაყვანი სხვა და სხვა ხსნარების გამოყენებით.
გახსნილი ხსნარების სტაბილურობა (ვენაში შესაყვანი სხვა და სხვა ხსნარებში და სხვა და სხვა ტემპერატურისას):
ვენაში შესაყვანი ხსნარი სტაბილურობის პერიოდი 25C 5C
საინექციო წყალი 4 საათი 8 საათი
ვენაში შესაყვანი ნატრიუმის ქლორიდი (0,9%) 4 საათი 8 საათი
ვენაში შესაყვანი რინგერის ლაქტატი 3 საათი
ვენაში საინფუზიო კალიუმის ქლორიდი ან ნატრიუმის ქლორიდი 3 საათი
არ შეიძლება აღდგენილი ხსნარების გაყინვა:
5°C ტემპერატურულ პირობებში შენახვისას, ამოქსიკლავის ხსნარი ისხმება წინასწარ გაციებულ საინფუზიო პაკეტებში, რომელთა შენახვა დასაშვებია 8 საათის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ხსნარის ტემპერატურა მიაღწევს ოთახის ტემპერატურას, ინფუზია უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ.
საჭიროა თავის არიდება გლუკოზის, დექსტრანის ან ბიკარბონატის შემცველ ხსნარებთან შერევისაგან. ამ ხსნარებში პრეპარატი ნაკლებად სტაბილურია. ამოქსიცილინის ამინოგლიკოზიდზე ინაქტივირებული მოქმედების გამო, საჭიროა თავის არიდება მათი შერევისაგან. ჭარბი დოზირება:
საშიშროება, რომ სამედიცინო პერსონალმა გაადააჭარბა თქვენთვის საჭირო პრეპარატის დოზა, არის ძალიან მცირე.
პრეპარატის ჭარბი დოზით შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აღგზნებადობა (მოუსვენრობა და შფოთვა), უძილობა, თავბრუსხვევა, და ზოგიერთ შემთხვევაში, კრუნჩხვა. ძალიან იშვიათად, შარდში კრისტალების ფორმირებასთან დაკავშირებით, შეიძლება განვითარდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ არ ჩაგიტარდათ ამოქსიკლავის ინექცია პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედ.დას.
თქვენ საჭიროებთ ექიმის კონსულტაციას მაშინაც, როცა მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ თავს არ გრძნობთ უკეთ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენი იყენებდით რომელიმე სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკული ქიმიოთერაპევტული/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი
-ორალური კონტრაცეპტივები: ვინაიდან ანტიბიოტიკმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა, დაორსულების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი.
მკურნალობის დროს შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი ან განვითარდეს შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია. ამიტომ, სისხლის ანალიზის ჩატარებამდე შეატყობინეთ თქვენ ექიმს ან მედ.დას, რომ თქვენ იღებდით ამოქსიკლავს. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C.
გამოიყენება მხოლოდ ახალი, გამჭირვალე ხსნარი.
არ შეიძლება აღდგენილი ხსნარების გაყინვა.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით მწარმოებელი ქვეყანა - სლოვენია