ამოქსიკლავი 156/5მლ 100მლ სუსპ
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100 მლ სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილის 25 მგ-ს. აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
ამოქსიკლავი 156,25 მგ/5 მლ
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 125 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის სახით და 31,25 მგ კლავულანის Mმჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსანტანის ფისი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, კაჟბადის დიოქსიდი, მარწყვის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი.
ამოქსიკლავი 312,5 მგ/5 მლ ფორტე
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 250 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის სახით და 62,5 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
გაუწყლოებული ლიმონმჟავა და ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსანტანის ფისი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, კაჟბადის დიოქსიდი, ველური ალუბლის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი.
შაფუთვა
ფლაკონი შეიცავს შიგნით მისაღები 100 მლ სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილის 25 მგ-ს. კოლოფის შემადგენლობაში შედის ფლაკონი, გამოყენების ინსტუქცია და დოზირების საწვეთური. ჩვენებები:
ამოქსიკლავი არის ანტიობიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანტიბაქტერიული აქტიურობის ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ამოქსიკლავი ახდენს სამკურნალო მოქმედებას ბაქტერიული უჯრედოვანი კედლის სინთეზის დათრგუნვის გზით, ამგვარად, ის სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის ფართო სპექტრის სამკურნალოდ:
-ისეთი ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), როგორიც არის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონია და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტის და აბდომინალური ინფექციები;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, რომელთა გამომწვევი შეიძლება იყოს ცხოველის ნაკბენი;
-მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ. ეს ამცირებს კუჭ-ნაწლავის დარღვევების განვითარების შესაძლებლობას.
დოზა
დოზას და მიღების ჯერადობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ბავშვის ასაკსა და წონაზე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სუსპენზიის სადღეღამისო დოზა არის 25* მგ/კგ/დღეში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 50* მგ/კგ/დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 3 მიღებად (ყოველ 8 საათში).
სუსპენზიის დოზირების გაიოლების მიზნით, ფლაკონს თან ერთვის დოზირების საწვეთური.
დოზის და გამოყენების საერთო რეკომენდაციები: 1 წლამდე ასაკის ბავშვები მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას ბავშვის სხეულის წონიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 4,5 კგ, აუცილებელი დოზა შეადგენს ამოქსიკლავი 156,25 მგ სუსპენზიის 1,2 მლ სამჯერ დღეში
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (10-18 კგ) ამოქსიკლავი 156,25 მგ სუსპენზიის 5 მლ სამჯერ დღეში
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (18-40 კგ) ამოქსიკლავი ფორტე 312,5 მგ სუსპენზიის 5 მლ სამჯერ დღეში *ამოქსიკლავის ყოველი 25 მგ შეიცავს 20 მგ ამოქსიცილინს და 5 მგ კლავულანის მჟავას.
**ამოქსიკლავის ყოველი 50 მგ შეიცავს 40 მგ ამოქსიცილინს და 10 მგ კლავულანის მჟავას.
პრეპარატის გამოყენების ჯერადობა
სუსპენზიის მიღება ხდება დღეში სამჯერ, დღის განრიგის შესაბამისად, მაგალითად, საკვების მიღების დროს.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი ექიმის მიერ დანიშნულ ვადაზე ადრე, თუნდაც ბავშვმა უკეთ იგრძნოს თავი. თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას მკურნალობის კურსის დასრულებამდე, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს და გამოიწვიოს ინფექციის ხელახალი განვითარება.
თუმცა, თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატის დანიშნული რაოდენობა ან პრეპარატის გამოყენების ვადა აღწევს ორ კვირას, გაუმჯობესება კი არ ვლინდება, მიმართეთ ექიმის კონსულტაიციისათვის. თქვენ საჭიროებთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას მაშინაც, თუ პრეპარატის ეფექტურობა არ მიგაჩნიათ საკმარისად. სუსპენზიის დამზადება:
როგორც წესი, სუსპენზია მზადდება აფთიაქში, ფარმაცევტის მიერ. ამოქსიკლავი 156,25 მგ/5 მლ: ფხვნილის გაფხვიერების მიზნით ხდება ბოთლის შენჯღრევა, მას ემატება 86 მლ წყალი ორ ულუფად (ნიშნულამდე), ყოველ ჯერზე ბოთლის ინტენსიური შენჯღრევით. ამოქსიკლავი 312,5 მგ/5 მლ: ფხვნილის გაფხვიერების მიზნით ხდება ბოთლის შენჯღრევა, მას ემატება 85 მლ წყალი ორ ულუფად (ნიშნულამდე), ყოველ ჯერზე ბოთლის ინტენსიური შენჯღრევით. ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი. გვერდითი მოვლენები:
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ისინი ატარებენ გარდამავალ ხასიათს. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან (ღებინება, გულისრევა და დიარეა). გვერდითი ეფექტების გამოვლენა იქნება მინიმალური, თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება დანიშნულ დროს და უშუალოდ კვების წინ.
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ უარყოფით რეაქციას. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, შეწყვიტეთ ამოქსიკლავის გამოყენება, დახმარების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებული ყლაპვა და სუნთქვა;
-ქავილით, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარით, მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში ბავშვს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს, თუ ბავშვს შეამჩნიეთ:
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა;
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება, ასევე კანის და თვალების გაყვითლება;
-ჩვეულებრივთან შედარებით შარდის რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა ან შემცირება; შარდის შემღვრევა ან შარდში სისხლის გაჩენა, ასევე სხვა ცვლილებები; მტკივნეული და მძიმე შარდვა, ტკივილი თირკმელებში;
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება;
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რომლებიც იწვევენ სისხლჩაქცევებს, ხშირ ინფექციებს (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიას;
-კრუნჩხვები.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ თხოულობენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100 ადამიანიდან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას სამკურნალოდ დახმარების აღმოსაჩენად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 ადამიანიდან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
-შესაძლებელია კბილების შეფერილობის შეცვლა, რომელიც გაივლის კბილის ჯაგრისით კბილების გაწმენდის შემდეგ;
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში; შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შიშის შეგრძნება, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია; -ცხელება.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი
-თუ თქვენ ბავშვს აქვს ალერგია ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის ან პრეპარატის სხვა, ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ ბავშვს აქვს ალერგია სხვა პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (მაგალითად, ცეფალოსპორინების) მიმართ.
თუ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენ ბავშვს აღენიშნებოდა რეაქციები კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით. სავარაუდოდ, მოცემული პრეპარატის მიმართ მას აქვს ალერგია.
-თუ ბავშვს აქვს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, აგრეთვე, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენების შედეგად აღენიშნებოდა ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ ბავშვი დაავადებულია მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით. პრეპარატი ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე:
-თუ ბავშვს აქვს ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი გააკორექტირებს პრეპარატის დოზას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ ბავშვს აქვს მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბროქიალური ასთმა.
თუ თქვენ ბავშვს როდესმე აღენიშნებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
შეატყობინეთ მკურნალო ექიმს, თუ ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას ბავშვს აღენიშნებოდა მძიმე დიარეა. არსებობს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში, ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება.
თუ მოცემული პრეპარატის გამოყენება ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით განვითარებული ინფექციების წარმოშობის საშიშროება.
კრისტალურიის (შარდში კრისტალების განვითარება) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ამოქსიკლავით მკურნალობის პერიოდში, ბავშვმა ჭარბად უნდა მიიღოს სითხეები.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ პედიატრს. ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ამოქსიკლავის სუსპენზია დაგენიშნათ თქვენ, და არ თქვენ ბავშვს, შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად). ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს. ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი.
დასაშვებია ამოქსიკლავის გამოყენება ლაქტაციის დროს. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობა) საშიშროების გარდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების განვითარება არ აღმოჩენილა. ყოველთვის დაიცავით მკურნალი ექიმის რეკომენდაცია. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. განსაკუთრებული მითითებები:
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი ახდენს მცირე ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა. ჭარბი დოზირება:
თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ჭარბად, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ანახეთ ექიმს ფლაკონში დარჩენილი სუსპენზია.
პაციენტების უმრავლესობაში ჭარბი დოზის სიმპტომები ან არ აღინიშნებოდა, ან ვლინდებოდა უმნიშვნელოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის და დიარეის ჩათვლით. ზოგ პაციენტში აღინიშნებოდა გამონაყარი კანზე, ჰიპერაქტიურობა ან ძილიანობა. ასევე შესაძლებელია ისეთი კლინიკური სიმპტომების განვითარება, როგორიც არის, აღგზნებადობა და უძილობა, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა ან შარდში კრისტალების ფორმირების გამო, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ბავშვისათვის ამოქსიკლავის მიცემა
თუ თქვენ დაგავიწყდათ ბავშვისათვის პრეპარატის დანიშნული დოზის მიცემა, გააკეთეთ ეს პირველივე შესაძლებლობისას. პრეპარატის მიღების ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს მცირე, არა ნაკლებ 4 საათისა.
შეეცადეთ დაუბრუნდეთ ბავშვის მიერ პრეპარატის მიღების ჩვეულ რეჟიმს (პრეპარატის შემდეგი მიღება უნდა მოხდეს 8 საათის შემდეგ). დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მისცეთ ბავშვს ორმაგი დოზა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენი ბავშვი იღებს ან იღებდა რომელიმე სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ ბავშვი იღებს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკული ქიმიოთერაპევტული/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი.
მოზრდილებში ამოქსიკლავის სუსპენზიის გამოყენებისას უნდა გათვალისწინდეს, რომ ანტიბიოტიკები ამცირებენ ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას, ამიტომ, ამოქსიკლავით მკურნალობის პერიოდში გამოიყენეთ კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები.
პრეპარატი ამოქსიკლავით მკურნალობის დროს შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი ან განვითარდეს ცრუდადებითი რეაქცია გლუკოზაზე შარდში. ბავშვის სისხლის ანალიზის ჩაბარების დროს შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან მედ. დას, რომ ის იღებს ამოქსიკლავს. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფხვნილი ინახება მშრალ ადგილას, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C.
მზა სუსპენზია ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში, ტემპერატურა 2-8°C
გამოყენებადე ენერგიულად შეანჯღრიეთ!
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ლეკ დ.დ
სლოვენია