newhospitals

ამლიპინი

ამლიპინი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2840ნახვა
ინსტრუქცია

 

სავაჭრო დასახელება

ამლიპინი, AMLIPIN

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი

Aმლოდიპინე + Lისინოპრილ


წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი წითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით "AMLP" ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.


შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ამლოდიპინი (ბესილატის ფორმით) 5 მგ,

ლიზინოპრილი (დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ლაქტოზა, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი გასუფთავებული, რკინის ოქსიდი წითელი, პროპილენგლიკოლი.

 

ათქ კოდი
ჩ09BB


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.

ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ამლიპინი კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ამლოდიპინისა (კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი) და ლიზინოპრილის (აგფ-ის ინჰიბიტორი) თვისებების ერთობლიობით.

მემბრანის კალციუმის ნელი არხების ბლოკირების გზით ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში. მისი ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვთა (არტერიოლები) ტონუსი და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიოლების გაფართოებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ მოქმედებას. იმის გამო, რომ იგი არ იწვევს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებას, მისი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ამლოდიპინი აფართოებს როგორც ინტაქტურ, ასევე პათოლოგიურად შეცვლილ კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის პერფუზიას; არასასურველი მეტაბოლური ეფექტები არ გააჩნია.

ლიზინოპრილი აქვეითებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად, ზრდის ბრადიკინინის დონეს, რომელსაც სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი გააჩნია. ლიზინოპრილის ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, წნევა ფილტვების კაპილარებში; ლიზინოპრილი არ ცვლის გულის რითმის სიხშირეს, ამავე დროს შესაძლებელია გულის წუთმოცულობის გაზრდა და თირკმელებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერება.

ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გლომერულური აპარატის ჰემოდინამიკისა და მისი ქსოვილოვანი სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე.

ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის სისხლძარღვების კედლის ჰიპერტროფია. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი ხელს უწყობს ენდოთელიუმის დარღვეული ფუნქციის აღდგენას.

 

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა და თითქმის მთლიანად (90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჩმახ მიიღწევა 6-10 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 35-50 საათს შეადგენს.

ლიზინოპრილი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი შეწოვა არ არის დაკავშირებული კუჭში საკვების არსებობასთან. ბიოშეღწევადობა - 25-50%. ჩმახ მიიღწევა 6 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათს შეადგენს.

ორივე მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი ცირკულაცია ორგანიზმში შესაძლებელს ხდის პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებას.

 

გამოყენების ჩვენებები

- არტერიული ჰიპერტენზია;

- გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);

- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);

- დიაბეტური ნეფროპათია.


უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;

- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;

- აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;

- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;

- კარდიოგენური შოკი;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- ბავშვთა ასაკი.


განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც სიფრთხილეს საჭიროებს სადღეღამისო დოზის შერჩევისას.

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს ან სხვა გენეზის დიჰიდრატაციის დროს (ჭარბი ოფლდენა, ხანგრძლივი ღებინება, პროფუზული დიარეა), ასევე გულის უკმარისობის დრო, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავადმყოფის დაწვენა, საჭიროების შემთხვევაში _ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზიის წარმოება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ნატრიუმის დონის ნორმალიზება და ჰიპოვოლემიისას სითხის მოცულობის შევსება.

თირკმლის არტერიის სტენოზის (განსაკუთრებით ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს), ასევე დეჰიდრატაციის დროს ლიზინოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია და პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება.

ოპერაციული ჩარევებისას, როდესაც ხდება სანარკოზე საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არტერიული ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლიათ, ლიზინოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ზემოაღნიშნული მექანიზმით განვითარებული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსებით.

ხანდაზმული ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზის განსაზღვრისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია პერიოდულად პერიფერიული სისხლის ლაბორატორიული კონტროლი.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის მიღებამ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ, ინდივიდუალური რეაქციების განსაზღვრამდე საჭიროა თავის შეკავება მსგავსი საქმიანობის შესრულებისაგან.


გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალ ხასიათს ატარებს, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.

შედარებით ხშირია: თავის ტკივილი, მშრალი ხველა და თავბრუსხვევა.

შესაძლებელია: სისუსტე, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ფეხების შეშუპება, სახის კანის შეცითლება, ტკივილი მკერდის არეში.

სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე 1%-ზე ნაკლებია.

ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპების განვითარება.


მიღების წესი და დოზები

ამლიპინი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტი ერთჯერ დღე-ღამეში. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.

საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ვაზოდილატაცია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიის გამოვლინებით.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის მუშაობის, არტერიული წნევის, დიურეზისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება მისი კორექცია. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ „ჰორიზონტალურ" მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით. სითხის შემცვლელების ვენაში შეყვანის შემთხვევაში მათზე არადამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტისას შეიძლება საჭირო გახდეს პერიფერიული ვაზოპრესორის შეყვანა სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. კალციუმის ანტაგონისტის მოქმედების შესაჩერებლად შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა ინტრავენურად.

ამლოდიპინის ნელი შეწოვის გათვალისწინებით ცალკეულ შემთხვევებში ხდება კუჭის ამორეცხვა, გამოიყენება აქტივირებული ნახშირი.

ლიზინოპრილი ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპერკალიემიის განვითარების პრევენციისათვის პრეპარატის დანიშვნისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), აგრეთვე, კალიუმთან და კალიუმის შემცველ საშუალებებთან მისი კომბინირებისას, ძირითადად, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს. პრეპარატი ინიშნება სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ სისხლში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებით. სიფრთხილის დაცვა აუცილებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:

- დიურეზული საშუალებები (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება);

- სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები (ადიტიური მოქმედება);

- აასს (განსაკუთრებით ინდომეტაცინთან), ვინაიდან ისინი ორგანიზმში აკავებენ ნატრიუმს და აბლოკირებენ პროსტალგანდინების სინთეზს თირკმელებში, ესტროგენული საშუალებები და ადრენოსტიმულატორები, სიმპატომიმეტიკები (შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება);

- ლითიუმი (შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის გაუარესება, აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში);

ამიოდარონს, ქინიდინს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ნეიროლეპტიკები) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.


გამოშვების ფორმა

10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.


გაცემის პირობები

გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

 

 

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.