ამინოსტერილი KE 10% 500მლ ფლ
წამლის ფორმა:
10% ხსნარი ინტრავენური ინფუზიებისათვის.
1 ლიტრი შეიცავს:
L-ალანინი 15.00გ
L - არგინინი 10.64გ
L - ჰისტიდინი 2.88გ
L - იზოლეიცინი 4.67გ
L - ლეიცინი 7.06გ
L-ლიზინის მონოჰიდროქლორიდი შეესაბამება ლიზინს 5.97გ
L-მეთიონინი 4.10გ
L-ფენილალანინი 4.82გ
L-პროლინი 15.00გ
L-თრეონინი 4.21გ
L-ტრიფტოფანი 1.82
L-ვალინი 5.92გ
ამინოძმარმჟავა 15.95გ
L - ვაშლის მჟავა 8.08გ კალიუმის ქლორიდი 0.683გ
მაგნიუმის ქლორიდი 6H2O 1.017გ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1.2გ
კალიუმის ჰიდროქსიდი (85%) 0.716გ
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე ელექტროლიტები : 100 მლ შეიცავს : Na+ 30 მოლი, K+ -20.0 მოლი, Mg++5.0 მოლი,
Cl¯ 60.0 მოლი,
აზოტის შემცველობა 16.0გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა 1048მლსმ/ლ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პარენტერალური კვების საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამინოსტერილ KE შეიცავს ამინომჟავებს (შეცვლადსა და შეუცვლელს), რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ცილის სინთეზისათვის და აზოტის დადებითი ბალანსის მისაღწევად პარენტერალური კვებისას. გამოყენების ჩვენებები:
ამინოსტერილ KE შეიცავს განკუთვნილია ნაწილობრივი პარენტერალური კვებისათვის. ნახშირწყლების შესაბამის შეყვანასთან შეთანხმებით, ასევე როგორც ენერგიის წყაროს ზეთოვანი ემულსიების შეყვანასთან შეთანხმებით, გამოიყენება სრული პარენტერალური კვებისათვის. უკუჩვენებები:
ამინომჟავების ცვლის დარღვევები, ჰიპერკალიემია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. გამოყენების წესი და დოზები:
ხსნარი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხოლო შეფუთვა დაუზიანებელი!
შეიყვანება ინტრავენურად 1.3 მლ-მდე სხეულის წონის 1 კგ-ზე საათში, ან 25-30 წვეთი 1 წუთში სხეულის წონის 70 კგ-ზე.
მაქსიმალური დოზა 1000 მლ დღეში სხეულის წონის 70 კგ-ზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 16.0 გ აზოტს.
კალორიების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ერთდროულად შეიძლება ნახშირწყლების ხსნარების შეყვანა.
აუცილებელია ოსმოლარობის გათვალსწინება! გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. გამოშვების ფორმა:
შუშის ფლაკონები 500 და 1000 მლ. შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ფრეზენიუს კაბი დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია.
წარმოებულია ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ, ავსტრია.