newhospitals

ამინოსტერილ N-Hepa 5% 500მლ ფლ

ამინოსტერილ N-Hepa 5% 500მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4244ნახვა

წამლის ფორმა:
საინფუზიო ხსნარი.

 

შემცველობა:
5% (გ/ლ) 8% (გ/ლ)
L-იზოლეიცინი 6.5 10.40
L - ლეიცინი 8.18 13.09
L - ლიზინის მონოაცეტატი 6.06 9.71
L - ლიზინი 4.30 L - ლიზინი 6.88
L-მეთიონინი 0.40 1.10
აცეტილ ცისტეინი 0.70 0.70
L- ცისტეინი 0.52 L- ცისტეინი 0.52
L-ფენილალანინი 0.55 0.88
L-თრეონინი 2.75 4.40
L-ტრიპტოფანი 0.44 0.70
L-ვალინი 6.30 10.08
L-არგინინი 6.70 10.72
L-ჰისტიდინი 1.75 2.80
ამინო-ძმარმჟავა 3.73 5.82
L-ალანინი 2.90 4.64
L - პროლინი 3.58 5.73
L - სერინი 1.40 2.24
გაყინული ძმარმჟავა 2.66 4.42
აზოტის საერთო შემცველობა 8.1 გ/ლ 12.9გ/ლ
PH 5.2 5.7-6.3 5.7-6.3
ტიტრირებული ოსმოლარობა NaOH 12-25 მოლი/ლ 12-25 მოლი/ლ
თეორიული ოსმოლარობა 484 მოსმ/ლ 770 მოსმ/ლ
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პარენტერალური კვების პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამინოსტერილ N-ჰეპა - ამინომჟავების ხსნარია (შეცვლადი და შეუცვლელი), რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ცილის სინთეზისათვის და აზოტის დადებითი ბალანსის მისაღწევად პარენტერალური კვებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

 

გამოყენების ჩვენებები:
ამინოსტერილ N-ჰეპა განკუთვნილია ღვიძლის უკმარისობით ავადმყოფების პარენტერალური კვებისათვის ენცეფალოპათიის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად.

 

უკუჩვენებები:
არაღვიძლისმიერი ეთიოლოგიის ამინომჟავების ცვლის მძიმე დარღვევები, მდგომარეობები ჰიპერჰიდრატაციით, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

გამოყენების წესი და დოზები:
ხსნარი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხოლო შეფუთვა დაუზიანებელი!
ამინოსტერილ ჰეპას 5% და 8% შეყვანა შეიძლება ცენტრალურ ან პერიფერიულ ვენაში.
თუ სხვანაირად არ არის დანიშნული, მაშინ გამოყენების რეკომენდებული სიჩქარეა 0.08-0.1გ ამინომჟავები წონის კგ-ზე საათში, რაც შეესაბამება 1.7-2.1 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე საათში (ამინოსტერილ ჰეპა 5%) ან 1.0-1.25 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე საათში (ამინოსტერილ ჰეპა 8%).
დღე-ღამის მაქსიმალური დოზა 1.5 გ ამინომჟავები სხეულის წონის კგ-ზე, რაც შეესაბამება 30 მლ კგ-ზე დღე-ღამეში (ამინოსტერილ ჰეპა 8%) ან 18.75 მლ კგ-ზე დღე-ღამეში (ამინოსტერილ ჰეპა 8%).
ამინოსტერილ ჰეპას გამოყენება შეიძლება მანამ, სანამ ავადმყოფს ესაჭიროება პარენტერალური კვება ან ამინომჟავების მეტაბოლიზმის ნორმალიზებამდე.

 

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილე გამოყენებისას:
აუცილებელია სისხლის შრატის იონოგრამის, წყლის ბალანსის და მჟავა-ფუძის მდგომარეობის კონტროლი.
ელექტროლიტები და ნახშირწყლები უნდა დაინიშნოს დაბალანსებული დოზებით საჭიროების შემთხვევაში.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
სპეციალური სამუშაოები ამინოსტერილ ჰეპას უსაფრთხოების გამოსავლენად ორსულ და მეძუძურ ქალებში არ ჩატარებულა. ამინოსტერილ ჰეპა უნდა დაინიშნოს რისკისა და სარგებელის შეფასების შემდეგ.

 

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შეყვანის სიჩქარის გადამეტებისას შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, კანის გაწითლება, ოფლიანობა.

 

გამოშვების ფორმა:
5% ან 8% საინფუზიო ხსნარი შუშის ფლაკონებში 500 მლ.
10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
გაყინვა არ შეიძლება.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

გაცემის პირობები:
სტაციონარებისათვის.

 

მწარმოებელი:
ფრეზენიუს კაბი დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია.
წარმოებულია ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ, ავსტრია.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.