newhospitals

ამინოსტერილ KE Nephro 250მლ ფლ

ამინოსტერილ KE Nephro 250მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3500ნახვა

სახელწოდება:
ამინოსტერილ KE-ნეფრო

 

წამლის ფორმა:
ხსნარი ინტრავენური ინფუზიებისათვის.

 

შემცველობა:
1000 მლ ნახშირწყლების გარეშე ამინოსტერილ KE-ნეფრო შეიცავს:
L - იზოლეიცინი 7.52გ/ლ
L - ლეიცინი 11.38გ/ლ
L-ლიზინის მონოჰიდრატი-10.82გ/ლ (ან L-ლიზინი 9.63გ/ლ)
L-მეთიონინი 6.59გ/ლ
L-ფენილალანინი 7.76გ/ლ
L-თრეონინი 6.78გ/ლ
L-ტრიფტოფანი 2.91გ/ლ
L-ვალინი 9.53გ/ლ
L - ჰისტიდინი 4.90გ/ლ
L - ვაშლის მჟავა 6.53გ/ლ
სხვა კომპონენტები:
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე
ამინოსტერილის საერთო შემცველობა 67.0გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა 534 მოლი/ლ
ტიტრირებული მჟავიანობა 24-42 მოლი NaOH/ლ
PH 5.3-6.0

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
პარენტერალური კვების პროდუქტი.

 

გამოყენების ჩვენებები:
ამინოსტერილ KE-ნეფრო გამოუსადეგარია ნორმალური პარენტერალური კვებისათვის შემცვლელი ამინომჟავების არარსებობის გამო. ნაჩვენებია თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას, ჰემოდიალიზის შედეგად ამინომჟავების დანაკარგის ასანაზღაურებლად.

 

უკუჩვენებები:
როგორც ამინომჟავების სხვა ხსნარები, ამინოსტერილ KE-ნეფროს შეყვანა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ამინომჟავების ცვლის დარღვევა;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- ფრუქტოზისა და სორბიტის აუტანლობა;
- ანურია.

 

გამოყენების წესი და დოზები:
ინტრავენური შეყვანისათვის (წვეთოვანი შეყვანა ცენტრალურ ვენებში). ყოველდღიურად შეიყვანება დაახლოებით 250 მლ ინტრავენურად წვეთოვნად, ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარე დაახლოებით 20 წვეთი წუთში სხეულის წონისას დაახლოებით 70 კგ. რეკომენდებულია კალორიების ერთდროულად პერორალური ან პარენტერალური შეყვანა შეყვანილი ამინომჟავების ანაბოლური გადამუშავების უზრუნვესაყოფად.
დღე-ღამის მაქსიმალური დოზა.
მაქსიმალურად 250 მლ/დღე-ღამე სხეულის წონისას 70 კგ.
ხსნარის შეყვანა უნდა ხდებოდეს იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ნაჩვენებია ამინომჟავების პარენტერალური შეყვანა თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას, ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.

 

ჭარბი დოზა:
ამინოსტერილ KE-ნეფროს ჭარბი დოზის ან მისი შეყვანის სიჩქარის გადამეტების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ღებინება, გულისრევა. ამ სიმპტომების გამოვლინებისას ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

გვერდითი ეფექტები:
უცნობია, პრეპარატის არასწორად გამოყენების შემთხვევაში.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ამინომჟავების ანაბოლური გადამუშავების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კალორიების დამატებითი შეყვანა არანაკლებ 35 კკალ/სხეულის წონის კგ დღე-ღამეში. ოლიგოანურიისას კალორიების აუცილებელი შეყვანა უნდა მოხდეს სითხის ნაკლები რაოდენობით. უნდა მოხდეს წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტე მდგომარეობის რეგულარული კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა კალიუმის საკმარისი ოდენობის შეყვანა ამინომჟავების ანაბოლური გადამუშავებისათვის. ხსნარში ნახშირწყლების ამინომჟავების, ცხიმის ემულსიების, ელექტროლიტების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატების საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატების სტერილურობისა და შეთავსების დაცვა. სხვა კომპონენტების დამატების შემდეგ ამინომჟავების ხსნარი არ უნდა იქნეს შენახული.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამჟამად ასეთი ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.

 

გამოშვების ფორმა:
შუშის ფლაკონები 250 მლ.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
გაყინვა არ შეიძლება.

 

ვარგისიანობის ვადა:
18 თვე.

 

გაცემის პირობები:
სტაციონარებისათვის.

 

მწარმოებელი:
ფრეზენიუს კაბი დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია.
წარმოებულია ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ, ავსტრია.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.