newhospitals

ამინოკაპრონ.მჟ 5% 100მლ პ/ფ

ამინოკაპრონ.მჟ 5% 100მლ პ/ფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2060ნახვა

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება - ε-ამინოკაპრონის მჟავა - 50 გ

აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
თრგუნავს ფიბრინოლიზს პლაზმინოგენის ბლოკირების და პლაზმინის მოქმედების ნაწილობრივ დათრგუნვის მეშვეობით. ახდენს ნაწილობრივ ჰემოსტატიკურ ეფექტს სისხლდენებისას, განპირობებულის პლაზმის მაღალი ფიბრინოლიზური აქტივობით. გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად უცვლელი სახით. პრეპარატი ასევე წარმოადგენს კინინების ინჰიბიტორს. გააჩნია ანტიალერგიული აქტივობა, აძლიერებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია - მაღალი, Cmax დადგომის დროს - 1-2 სთ., T1/2 - 4 სთ. ექსკრეცია თირკმელებით - 40-60% უცვლელი სახით.

 

გამოყენების ჩვენებები:
სისხლდენები, განპირობებული სისხლის მომატებული ფიბრინოლიზური აქტივობით, ჰიპო- და აფიბრინოგენემიის მდგომარეობებით. სისხლდენები ქირურგიული ჩარევებისას ორგანოებზე (რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ აქტივატორებს), გულზე და სისხლძარღვებზე ყურის, ცხვირის, ყელის არეში. შინაგანი ორგანოების დაავადებებიჰემორაგიული სინდრომით; პლაცენტას ნაადრევი მოცილება, გართულებული აბორტი. განმეორებითი ჰიპოფიბრინოგენემიის არიდება კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმების დროს.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსული და მეძუძური ქალებისათვის რეკომენდებული არ არის.

 

გვერდითი მოქმედება:
თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, თავის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ზედა სასუნთქი გზების ანთება, ცხვირის დაგუბება, გამონაყარი კანზე, ორთოსტატური ჰიპოტონია, კრუნჩხვები, რამბდომიოლიზი, მიოგლობინურია, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სუბენდოკარდიული სისხლჩაქცევები, არტერიული ჰიპოტონია.

 

გამოყენების წესი და დოზები:
ვენაში წვეთებით, მწვავე ჰიპოფიბრინოგენემიის დროს შეიყვანება 100 მლ-მდე 5% ხსნარის სახით სიჩქარით 50-60წვ/წთ (15-30 წთ განმავლობაში). 1 სთ განმავლობაში შეიყვანება 4-5 გ, შემდეგ საჭიროებისამებრ 1 გ ყოველ საათში 8 სთ განმავლობაში ან სისხლდენის სრულ შეჩერებამდე. ხანგრძლივი სისხლდენისას ინფუზია მეორდება ყოველ 4 საათში.

 

წამლების ურთიერთქმედება:
მის ეფექტურობას ამცირებენ ანტიკოაგულანტები (პირდაპირი, არაპირდაპირი), ანტიაგრეგანტები.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ფრთხილად გამოიყენება ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შემთხვევებში; ჰემატურიის დროს.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

შენახვა:
0-დან +20°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:
პლასტიკური პვქ პაკეტები 100, 200 და 250 მლ, შუშის ფლაკონები 200 მლ.

 

გაცემის პირობები:
რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი.
375078, ერევანი, მარკარიანის 6

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.