ამიკლონი 1% 20გ კრემი (ნიჟფ.)
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
ამიკლონი
კლოტრიმაზოლი ქიმიური სახელწოდება:
დიფენილ-(2-ქლორფენილ)-1-იმიდაზოლილმეთანი
შემადგენლობა:
100 გ მალამო შეიცავს: კლოტრიმაზოლი - 1გ და დამხმარე ნივთიერებები (სამედიცინო ვაზელინი, ატმის ზეთი, პოლიეთილენოქსიდი 400, ემულგატორი N1, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გაწმენდილი წყალი 100) გ-მდე. აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (კოდი ATC: D01AC01). ფარმაკოლოგიური თვისებები: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ნაწარმოები იმიდაზოლის ჯგუფიდან ზედაპირული და ადგილობრივი გამოყენებისათვის, ამცირებს ერგოსტერინის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს მიკრობული კედლის უჯრედული მემბრანის შემადგენელ ნაწილს და ცვლის მიკრობული კედლის უჯრედული მემბრანის სტრუქტურასა და თვისებებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მიკრობული უჯრედის ლიზისს. მცირე კონცენტრაციებში მოქმედებს ფუნგისტატიურად, ხოლო დიდ კონცენტრაციებში - ფუნგიციდურად, ამასთან, არა მხოლოდ პროლიფერილებულ უჯრედებზე. ფუნგიციდურ კონცენტრაციებში ურთიერთქმედებს მიტოქონდრიალურ და პეროქსიდაზურ ფერმენტებთან, რის შედეგადაც ადგილი აქვს წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაციის გაზრდას ტოქსიკურ დონემდე, რაც ასევე ხელს უწყობს სოკოვანი უჯრედების განადგურებას. აქტიურია შემდეგ პათოგენურ დერმატოფიტებთან მიმართებაში , საფუარისა და ობის სოკოების მიმართ, მრავალფეროვანი ლიქენის, ერითრაზმების, გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, Trichomonas vaginalis მიმართ. ჩვენებები:
კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაზიანებები: დერმატომიკოზი, დერმატოფიტია, ტრიქოფიტია, ეპიდერმოფიტია, მიკროსპორია, კანდიდომიკოზი; თითებშუა სოკოვანი ეროზია, სოკოვანი პარონიქია; კანდიდოზური ბალანიტი; აქერცვლადი ლიქენი; ერითრმაზმა; მეორადი პიოდერმიით გართულებული მიკოზები. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა (I ტრიმესტრი). მიღების წესი და დოზები:
გამოიყენება ზედაპირულად და ადგილობრივად. კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ამიკლონის მალამოს თხელი ფენა დღეში 2-3-ჯერ და ფრთხილად შეიზილეთ. ერთჯერადი დოზა ხელისგულის ზომის ზედაპირზე 5მმ საცხის სიგრძის. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 4 კვირას, თუმცა კურსის დასრულების შემდეგ (კლინიკური გამოვლინებების გაქრობა) მიზანშეწონილია პრეპარატის მიღების გაგრძლება კიდევ 14 დღის განმავლობაში. ერითრაზმების თერაპიის ხანგრძლივობა - 2-4 კვირა, მრავალფეროვანი ლიქენის - 1-3 კვირა.
მალამოს წასმამდე ფეხის ტერფებს იბანენ თბილი წყლით და საპნით, კარგად იმშრალებენ, განსაკუთრებით თითებს შუა ადგილებს. ფეხის კანის სოკოვანი დაზიანების დროს თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-3 კვირის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია წვა, ჩხვლეტა საცხის წასმის ადგილას, ერითემა, შეშუპება, კანის გაღიზიანება და აქერცვლა, ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი). ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამფოტერიცინ B, ნისტატინი, ნატამიცინი ამცირებენ კლოტრიმაზოლის ეფექტურობას ერთდროული მიღებისას. გამოშვების ფორმა:
მალამო 1% ტუბებში 10, 15, 20გ. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება "ნიჟფარმი", რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-82