newhospitals

ამბრობენე 15მგ/2მლ #5ა

ამბრობენე 15მგ/2მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2791ნახვა

გამოშვების ფორმა:

ამბრობენე ტაბლეტები 30 მგ #20 ბლისტერ-შეფუთვით
ამბრობენე სიროფი 15 მგ/5 მლ. 100 მლ მინის ფლაკონში; ამბრობენე ამპულები 15 მგ/2 მლ #5; ამბრობენე კაფსულა რეტარდი 75 მგ #20; ხსნარი შიგნით მისაღებად და ინჰალაციისათვის 15მგ/2მლ 100 მლ 40მლ ფლაკონში.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალება

 

შემადგენლობა:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი
1 კაფსულა შეიცავს - 75 მგ; 1 ტაბლეტი შეიცავს - 30 მგ; 100 მლ სიროფი შეიცავს - 300 მგ; 100 მლ ხსნარი შეიცავს - 750 მგ; 2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს - 15 მგ

 

ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი; პნევმონია; ბრონქული ასთმა ნახველის გაძნელებული გამოყოფით; ბრონქოექტაზიური დაავადება; რესპირატორული დისტრეს-სინდრომი დროულ და დღენაკლ ახალშობილებში, სურფაქტანტის სინთეზის სტიმულაციის მიზნით; სასუნთქი სისტემის გართულებული დაავადებების კომპლექსური თერაპია; ინტუბაციური ნარკოზის შემდგომი პერიოდი

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის და/ან წამლის მზა ფორმის სხვა კომპონენტების მიმართ; წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; ორსულობის I ტრიმესტრი

 

დოზირება:
სიროფი 0-2 წლის ასაკში 2.5 მლ 2 ჯერ დღეში, 2-6 წლის ასკში 2.5 მლ 3-ჯერ დღეში, 6-12 წლის ასაკში 5 მლ 2-3 ჯერ დღეში, 12 წლის ასაკიდან 10 მლ 3-ჯერ დღეში.
აბი 6-12 წლის ასაკში 0.5 აბი 2-3 ჯერ დღეში, 12 წლის ასაკიდან 1 აბი
3-ჯერ დღეში.
კაფსულა რეტარდი 12 წლის ასაკიდან 1 კაფსულა დღეში.
საინექციო ხსნარი ამპულებში 0-2 წლის ასაკში 1 მლ 2-ჯერ დღეში, 2-6 წლის ასაკში 1 მლ 3 ჯერ დღეში, 6-12 წლის ასაკში 2 მლ 2-3 ჯერ დღეში, 12 წლის ასაკში 2 მლ 2-3 ჯერ დღეში.
ხსნარი ინჰალაციისათვის 0-2 წლის ასაკში 1-2 ინჰალაცია დღეში 1 მლ, 2-6 წლის ასაკში 1-2 ინჰალაცია დღეში 1-2 მლ, 6-12 წლის ასაკში 1-2 ინჰალაცია დღეში 2-3 მლ, 12 წლის ასაკში 1-2 ინჰალაცია დღეში 2-3 მლ.

 

განსაკუთრებული მითითება:
რესპირატორული დისტრეს-სინდრომისას დროულ და დღენაკლ ახალშობილებში სადღეღამისო დოზაა 10 მგ/კგ (მძიმე შემთხვევებში 30 მგ/კგ) 3-4 შეყვანაზე განაწილებული.
ბავშვებში პოსტინტუბაციური გართულებების პროფილაქტიკისათვის
1 ინექცია ინტუბაციიდან 1-3 სთ-ის შემდეგ. ინექცია მეორდება ყოველი
12-14 სთ-ის შემდეგ.
ასპირაციული სინდრომისა და/ან პრენატალური პნევმონია ახალშობილებში დოზით - 1 მლ 2-ჯერ 7-14 დღე.
საინექციო ხსნარი შეიყვანება ი/ვ (ნელი ნაკადით ან წვეთოვნად). გამხსნელის სახით გამოიყენება ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერ-ლოკის ან დექსტროზას 5%-იანი ხსნარი.
ამბრობენეს სიროფი დამზადებულია სორბიტოლზე. 5მლ შეიცავს 2.1 გრ სორბიტოლს.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად სისუსტე, თავის ტკივილი, ჰიპერსალივაცია, რინორეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი კანზე. ერთ შემთხვევაში აღწერილია ანაფილაქსური შოკის შემთხვევა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის რეკომენდებული ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება (მგ. კოდეინის შემცველი).

 

მწარმოებელი:
"Merckle GmbH" რატიოფარმი, გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.