ალოხოლი #10ტ (რუსეთი)

ალოხოლი  #10ტ (რუსეთი)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5517ნახვა

 

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:
შედედებული ნაღველი მშრალ ნივთიერებაზე გაადაანგარიშებით - 0,08გ,
გამხმარი ნიორი - 0,04გ, ჭინჭრის ფოთლები - 0,005გ, გააქტივებული ნახშირი-0,025გ;
დამხმარე საშუალებები: მაგნიუმის ჟანგი, სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ტიტანის ორჟანგი, ტალკი, ტროპეოლინ 0, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი.

 

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაღვლმდენი საშუალება

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალოხოლი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების სეკრეტორულ ფუნქციას, იწვევს ზომიერ ქოლერეტულ ეფექტს, ასტიმულირებს ნაღვლის მჟავების სინთეზს; ზრდის ოსმოსურ გრადიენტს ნაღველსა და სისხლს შორის, რაც განაპირობებს ნაღვლის კაპილარებში წყლის და ელექტროლიტების ოსმოსურ ფილტრაციას, ზრდის ნაღველის დინების სიჩქარეს სანაღვლე გზებში, რითაც ხელს უშლის აღმავალი ინფექციის გავრცელებას და ამცირებს ანთებითი პროცესის ინტენსივობას, ამცირებს ქოლესტერინის დალექვას და კენჭების შემდგომ წარმოქმნას. იგი რეფლექსურად ზრდის საჭმლისმომნელებელი ტრაქტის სეკრეტორულ და მოძრაობით აქტივობას, თრგუნავს დუღილის პროცესებს ნაწლავებში, ამცირებს მეტეორიზმს, ხასიათდება საფარათო ეფექტით.

 

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვა ნაწლავებში. ქოლატების წარმოქმნის პროცესი ძირითად მიმდინარეობს ტაუროქოლის და დეზოქსიქოლის მჟავების ხარჯზე.

 

გამოყენების ჩვენებები:
ალოხოლი ინიშნება ქრონიკული ქოლეცისტიტების, ქოლეცისტოჰეპატიტების, ქოლანგიტების, ნაღველის მომატებული ლიტოგენობის დროს, ნაწლავების ატონიით გამოწვეული ჩვეული ყაბზობის დროს.

 

გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 3-4 კვირის განმავლობაში. დაავადების გამწვავების პერიოდში ალოხოლს იღებენ 1 ტაბ. 2-3- ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2-3 ჯერ 3 თვიანი ინტერვალით.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დიარეა. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული ალერგიული რეაქციის, აგრეთვე მწვავე ჰეპატიტების, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე დისტროფიის, ობტურაციული სიყვითლის დროს.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
-ალოხოლის ერთდროული გამოყენებისას სინთეზური ან მცენარეული წარმოშობის ქოლერეტულ საშუალებებთან შესაძლებელია ნაღვლის წარმოქმნის პროცესის გაძლიერება;
-ალოხოლის კომბინაცია საფაღარათო საშუალებებთან იწვევს ყაბზობის ლიკვიდაციას და ამცირებს მასთან დაკავშირებულ ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას ნაწლავებში;
-ალოხოლი ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას;
-ალოხოლის გამოყენება შესაძლებელია ანტისეპტიკურ ან ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად ღვიძლის ან სანაღვლე გზების ინფექციური პროცესების დროს.
ჭარბი დოზირება:
მწვავე მოწამვლის შემთხვევები აღწერილი არ არის.

 

გამოყენების თავისებურებები:
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები აღინიშნება მკურნალობიდან მე-5-8 დღეს (ტკივილის შემცირება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, დისპეფსიური მოვლენების გაქრობა).

 

შენახვის პირობები და ვადები :
წელი მშრალ, გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა-4 წელი.

 

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ

 

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.