newhospitals

ალოფერი #20კაფს (ნეოფ)

ალოფერი #20კაფს (ნეოფ)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2257ნახვა
შემადგენლობა:
რკინის (II) სულფატი
ან ფუმარატი - 50.0 მგ რკინის შემცველობით.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 50.0 მგ
ასკორბინის მჟავა - 50.0 მგ
ფოლის მჟავა - 1.0 მგ

აეროსილი - საჭირო რაოდენობით.
კაფსულის შიგთავსის მასა - 0,366 გ ± 10%

ალოეს მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რკინის (II) სულფატი:

> რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
> აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
> შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
> დეპონირდება ორგანიზმში.

ალოეს მშრალი ექსტრაქტი:
> აქვს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
> შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
> აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
> აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ასკორბინის მჟავა:
> განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
> აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
> არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
> უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
> მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესში;
> მონაწილეობას ღებულობს სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების წარმოქმნაში.

ფოლის მჟავა:
> აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს;
> მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში.
> ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს იცავს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ჩვენება:
> სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიები;
> გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
> რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

უკუჩვენება:
> სხვა ეტიოლოგიის ანემიები;
> ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
> კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
> ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
> აპენდიციტი;
> დიფუზური გლომერულონეფრიტი;
> ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (ხანგრძლივი გამოყენება)

შენიშვნა:
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, DD-პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. ასკორბინის მჟავას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა. საჭიროა თირკმლების ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მოზრდილთათვის 1_2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვებისთვის 4_7 წლამდე 1 კაფსულა 2_ჯერ დღეში ჭამის შემდეგ;
8-დან 14 წლამდე 1 კაფსულა 3_ჯერ ჭამის შემდეგ,
15-დან 16 წლამდე 1 კაფსულა 4_ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8_10 კვირა.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:
ინახება 18-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.