newhospitals

ალოეს სიროფი მოცვით 125მლ(ნეოფ

ალოეს სიროფი მოცვით 125მლ(ნეოფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2298ნახვა
შემადგენლობა:
ალოეს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი - 0.125 გ; მოცვის ნაყოფების ანთოციანების შემცველი სქელი ექსტრაქტი - 0,15 გ; ეთილის სპირტი 96%; სორბინის მჟავა; შაქრის სიროფი - 125.0გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაცენწარმოებულებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს (ღამის მხედველობას), ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.

ჩვენება:
> თვალის ინფექციური დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი);
> მხედველობის გადაძაბვა;
> სიბნელის მიმართ მხედველობის ადაფტაციის მექანიზმის მოშლა;
> გონებრივი და ფიზიკური გადაღლა;
> თვალის სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:
> ჰემოროიდული სისხლდენა, მეტრორაგია;
> ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (ხანგრძლივი დროით გამოყენება);
> კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
> ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
> დიფუზური გლომერულონეფრიტი;
> აპენდიციტი;
> ყაბზობა, ნეფროლითიაზი, ოქსალატურია;
> შაქრიანი დიაბეტი;

მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 20 მლ წყალში;
3-დან 6 წლამდე - 1 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 20 მლ წყალში;
6-დან 12 წლამდე - 1 დესერტის კოვზი სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შეფუთვა:
125გ ნარინჯისფერ მინის ან პოლიეთილენის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.