newhospitals

ალოე ვერას წვენის შემცველი სასმელი შტოშით

ალოე ვერას წვენის შემცველი სასმელი  შტოშით
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1919ნახვა
აღწერა:

სასარგებლო სასმელი - ალოე ვერას სუფთა წვენი უგემრიელეს შტოშის არომატთან ერთად. სწრაფი გადამუშავების სპეციალური ტექნიკა , რათა მოგაწოდოთ აქტიური ალოეს უმაღლესი შემცველობა. გამოსადეგია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისათვის.

 

დამატებითი ინფორმაცია: --

 

ჩვენი დაპირება:

Holland & Barrett პროდუქტები ექვემდებარება ხარისხის უმკაცრეს კონტროლს. ჩვენი კვებითი დანამატების ხარისხი უმაღლესია დარგში. ამის გარანტიას გაძლევთ!

 

გამოყენება:

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში 1-3-ჯერ. ალოე ვერას წვენი შეიძლება მიიღოთ ცალკე ან წყალთან ან სასურველ წვენთან ერთად. სასურველია საკვებთან ერთად. არ გადაამეტოთ დადგენილ დოზას.

 

შემადგენლობა:

ალოე ვერას წვენი, ფრუქტოზა, შტოშის წვენი, ანტიოქსიდანტი (ასკორბინის მჟავა), ლიმონმჟავა, კონსერვანტები (კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი), ნატურალური არომატიზატორი.

 

არ შეიცავს:

ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს, ხორბალს, საფუარს, თევზისა თუ ღორის პროდუქტებს.

 

სარეკომენდაციო ინფორმაცია:

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტებისა თუ ჯანსაღი კვების ნაცვლად. არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის. თუ იღებთ წამლებს ან იმყოფებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

 

შეინახეთ ბავშებისთვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილზე. არ გამოიყენოთ, თუ ლუქი სახურავის ქვეშ გატეხილი ან დაკარგულია.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.