ალერინი
ალერინი ALERIN ფორმა და შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 4მგ ქლორფენირამინ მალეატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტიალერგიული, ჰისტამინის H1- რეცეპტორების ბლოკატორი. ხასიათდება ზომიერად გამოხატული სედატიური და საძილე ეფექტით.
ჩვენება: - პოლინოზი (რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი), კვინკეს შეშუპება. - ჭინჭრის ციება, შრატისმიერი დაავადება, თივის ცხელება. - კანის დაავადებები: ეგზემა, ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიკოდერმია. - მედიკამენტოზური ალერგია. - ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა.
უკუჩვენება: პრეპარატზე ზემგრძნობელობა. ორსულებს, მეძუძურ დედებს, ახალშობილებს არ ენიშნებათ.
გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, საერთო სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე.
შენიშვნა: პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდირებული ტრანსპორტის მართვა. იმ პირებში, რომელთა პროფესიაც მოითხოვს სწრაფ და ზუსტ რეაგირებას, საჭიროა ინდივიდუალური დოზირება. ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პროცესში დაუშვებელია.
დანიშნულება და დოზირება: 4მგ 3-4ჯერ დღეში. 2 წლამდე ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი ბლისტერში.
შენახვის წესები: მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: შ.პ.ს. "ფარმიმპექსი" საქართველო, თბილისი, ჭიაურელის ქ. #2 ტელ/ფაქსი (995 32) 52 99 16