newhospitals

ალერგოზანი®

ალერგოზანი®
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5342ნახვა
შემადგენლობა

ერთი დრაჟეს შემცველობა:

სამკურნალო ნივთიერება: ჩჰლოროპყრამინე ჰყდროცჰლორიდე 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსი მეთილ ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის ზეჟანგი 200, ეუდრაგიტი E 100 (მშრალი), ტვინი 80, სუბკოატი, კრისტალური შაქარი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, გლიცერინი.

 

სამკურნალო ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ალერგოზანი დრაჟეს სახით წარმოადგენს ანტიალერგიულ პროდუქტს.

 

ჩვენებები:

გამოიყენება ალერგიული რინიტისა (სურდო) და კონიუქტივიტის დროს (თვალის კონიუქტივის ანთება); თივის სურდოს დროს; კანის ალერგიული რეაქციების დროს, როგორებიცაა, გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენების დროს. ზოგიერთი საკვების ან წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: ორსულობა და ძუძუთი კვება, გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა), წინამდებარე ჯირკვლის ადენომა (გადიდება), წყლულოვანი დაავადების გამწვავება, პილოროდუოდენალური სტენოზი (კუჭის ქვედა ნაწილის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება), ასთმური შეტევა.

 

სიფრთხილის ზომები:

უნდა იქნეს გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ბრონქული ასთმით. 60 წელზე ზემოთ ავადმყოფებში ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, და არტერიული წნევის დაქვეითება, ხოლო ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს აღგზნებადობის რეაქცები. პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან, სედატიურ და საძილება საშუალებებთან ერთად მათი მოქმედების გაძლიერების გამო.

ალერგოზანის დანიშვნა არ შეიძლება პროფილაქტიკური მიზნებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციას ალერგენებით.

ვინაიდან არ არსებობს კატეგორიული მონაცემები პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ, მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

მისი გამოხატული სედატიური ეფექტის გამო პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.

იგი შეიცავს 0,0166 გრ ლაქტოზას. დოზირების მითითებების მიხედვით გამოყენებისას, ყოველი დოზა მოიცავს 0.0166 გრ-მდე ლაქტოზას. გამოუსადეგარია პირებისათვის ლაქტოზური უკმარისობით, გალაქტოზემიით ან მალაბსორბციის გლუკოზო/გალაქტოზური სინდრომით.

დამხმარე ნივთიერების სახით იგი შეიცავს სიმინდის სახამებელს, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს პაციენტებში ცელიაკიით (გლუტეინური ენტეროპათია).

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რადგანაც ალერგოზანს ანტიქოლინერგულ მოქმედება გააჩნია, მისი ერთობლივი გამოყენება ქოლინოლიზურებთან არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს ქოლინოლიზური გვერდითი მოვლენები.

მისი გამოყენება არ შეიძლება მაო ინჰიბიტორებთან ერთად. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ უნდა დავიცვათ ორკვირიანი ინტერვალი.

მისი მიღების დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ყველა სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავენ (ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები), აძლიერებენ ალერგოზანის სედატიურ ეფექტს.

აუცილებელი აცნობოთ მკურნალ ექიმს, სხვა სამკურნალო საშუალებებით ნებისმიერი თანმხლები მკურნალობის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ შორის შესაძლო ურთიერთქმედება.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:

მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზირებას ადგენს მკურნალი ექიმი. პროდუქტი ინიშნება პერორალურად ჭამის დროს. მოზრდილებს ენიშნებათ 25 მგ (1 დრაჟე) 3-4-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში დღიურ დოზას ზრდიან 150 მგ-მდე (6 დრაჟე). 5 წელზე ზემოთ ბავშვებში გამოიყენება ½ დრაჟე (12,5 მგ) 2-3-ჯერ დღეში.

 

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემა: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუ, დაღლილობა.

საჭმლის-მომნელებელი სისტემა: პირში სიმშრალე, ყაბზობა, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მომატება.

კანი და ლორწოვანი გარსები: ალერგია, ჰიპერფოტომგრძნობელობა.

სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის გაძნელება.

ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ, ფურცელში რომ არ არის აღწერილი ისეთების ჩათვლით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის მკურნალ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:

დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება სიმპტომები, უპირატესად ცენტრული ნერვული სისტემის მხრივ -დათრგუნვა ან სტიმულაცია.

მეძუძურ და პატარა ბავშვებში ჭარბობს მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომების სახით: კოორდინაციის დარღვევა, აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.

უფროსებში უფრო ხშირად აღინიშნება დათრგუნვის ეფექტები: თავბრუ, ძილიანობა, რეფლექსებისა და აქტიური ყურადღების დათრგუნვა, კომა.

ჭარბი დოზირების შემთვევაში, სპეციფიკური ანტიდოტის არარსებობის გამო, მკურნალობა სიმპტომატურია - კუჭის გამორეცხვა, ინიშნება აქტივირებული ნახშირი, წყალ-მარილოვანი ხსნარები, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა რეანიმაცია და პრეპარატები, რომლებიც ზემოქმედებენ ჭარბი დოზირების სიმპტომებზე.

 

შენახვის პირობები:

ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: ხუთი წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 20 (ოცი) დრაჟე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. ერთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.