ალექსანი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინიექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ, შეფუთვაში 10 და 30 ცალი. ციტარაბინი 20 მგ/1 მლ და 40 მგ 1 ფლაკონში. საინიექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 10 ცალი. ციტარაბინი 20 მგ/1 მლ და 100 მგ 1 ფლაკონში. დამატებითი ინგრედიენტები: რძის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ლაქტატი, საინიექციო წყალი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ციტოსტატიკური საშუალება. ჩვენებები: მწვავე მიელოიდური ლეიკოზის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის, ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზის ბლასტური კრიზის, მძიმე ავთვისებიანი არაჰოჯკინის ლიმფომის ინდუქციური და/ან შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. დოზირების რეჟიმი: ინდუქციური მკურნალობა მწვავე ლეიკოზის დროს: 100-200 მგ/მ2 დღიურად ვენაში ინიექციის სახით ორჯერ მიღებაზე, ან 100 მგ/მ2 დღიურად ვენაში ხანგრძლივი ინფუზიის სახით. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება კლინიკური და მორფოლოგიური მონაცემების მიხედვით. ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია ზღვრული დოზის მაჩვენებელია. განმეორებითი მკურნალობა შესაძლებელია 14 დღის და მეტი ხნის შემდეგ, რათა აღდგეს ძვლის ტვინის ფუნქცია. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებელი ციკლი ტარდება შემოკლებულ ვადებში. რემისიის შენარჩუნება: 75-100 მგ/მ დღიურად 5 დღის განმავლობაში თვეში ერთხელ. ცნს-ის დაზიანებისას: 10-30 მგ/მ2 სამჯერ კვირაში ინტრათეკალურად. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს: გამოიყენება შესაბამისი პოლიქიმიოთერაპიის სქემა. გამოყენებუს წესი: ინდუქციური თერაპია სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდება მომზადებული მედპერსონალის მიერ. საჭიროა უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა, მოცემული M 620 და GUV/28.3 რეკომენდაციებში. ალექსანი იხმარება ინტრავენურად, კუნთებში, კანქვეშა და ინტრათეკალური ინიექციის სახით, გამოიყენება ხანგრძლივი ინფუზიის სახითაც. განზავებისთვის იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ან 5%-იან გლიკოზის ხსნარს. პერფუზორების გამოყენებისას განზავება საჭირო არ არის. ალექსანი გამოიყენება ინტრათეკალურად, იმტრალუმბალურად და ინტრავენტრიკულურად შეუცვლელი სახით. რეკომენდებულია 5-8 მლ ლიქვორის პუნქტატის გამოღება, მისი შერევა საინიექციო სითხესთან შპრიცში და ნელი რეინიექცია. ასეთი ინიექციისას, სისტემური ტოქსიკურობა არ ვლინდება. კუნთებში და კანქვეშა ინიექცია გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. სასურვრლია კანქვეშა ინიექციების თავიდან აცილება შესაძლო შეშუპების გამო. ალექსანის ფლაკონი ერთჯერადად იხმარება. გვერდითი მოვლენები: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, მეგალობლასტოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის ღრუს ანთება, ცხელება, პნევმონია, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. შესაძლოა ერითემის, თრომბოფლებიტის და სისხლჩაქცევების განვითარება. დიდი დოზებით მისი ხანგრძლივი ინფუზიისას (200 მგ/მ2) 5-7 დღეში ვითარდება კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაუვალობა. პრეპარატის ინტრათეკალური შეყვანისას არსებული ჩივილები, დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქციის დროს არსებული ჩივილების მსგავსია. მკურნალობის პერიოდში და პანციტოპენიის ფაზაში საჭიროა სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის, შრატში შარდმჟავას დონის კონტროლი. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ დიდი რაოდენობით ბლასტური უჯრედები და დიდი სიმსივნური მასა (არაჰოჯკინის ლიმფომა), საჭიროებენ პროფილაქტიკას სისხლში შარდმჟავას დონის მომატების გამო. ციტარაბინის სინდრომი: აღნიშნული სინდრომი ხასიათდება ცხელებით, კუნთებისა და ძვლების ტკივილით, მაკულო-პაპულოზური გამონაყარით, კონიუნქტივიტითა და სისუსტით. სიმპტომები ვითარდება ინიექციიდან 6-12 საათში. მისი პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. შესაძლებელის ალექსანის და კორტიკოსტეროიდების ერთდროულად დანიშვნა. გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის დასრულებისას. უკუჩვენებები: მედიკამენტით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვისას ალექსანი არ იხმარება, რადგან არაეფექტურია პაციენტების ამ ჯგუფში. - ექსპერიმენტულად გამოვლენილია მისი მუტაგენური თვისებები; აგრეთვე ორსულობის ადღეულ პერიოდში მისი ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი; - პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისას, ისევე, როგორც ძუძუთი კვების პერიოდში; - მუტაგენური და ტერატოგენული ეფექტია გამო ალექსანით მკურნალობისას და შემდგომში 6 თვის განმავლობაში საჭიროა ორსულობის თავიდან აცილება; - პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობისას არ შეიძლება მისი დანიშვნა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ალექსანი არ ინიშნება მეტოტრექსატთან და 5-ფთორურაცილთან ერთად. სხვა პრაპარატებთან შეუთავსებლობა არ არის ცნობილი. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურისა,