newhospitals

ალბუციდი-ლიქვო 20% 5მლ ფლ

ალბუციდი-ლიქვო 20% 5მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
14170ნახვა

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
ალბუციდი-ლიქვო

 

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
სულფაცეტამიდი

 

წამლის ფორმა:
თვალის წვეთები 20%

 

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სულფაცეტამიდი 200 მგ/მლ; დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი 1.4%; ნატრიუმის თიოსულფატი 1.5 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 1.56 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 0.71 მგ/მლ; დინატრიუმის ედეტატი 0.01 მგ/მლ; ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.005%; საინექციო წყალი.

 

აღწერილობა:
უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, სულფანილამიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აინჰიბირებს დიჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზს ფტერიდინის ამინობენზოინის მჟავასთან შეერთების დათრგუნვის გზით დიჰყდროპტეროატე სყნტჰეტასე ფერმენტის კონკურენტული ინჰიბირებით. პრეპარატი ეფექტურია სტრეპტოკოკური, ჰონოკოკური, პნევმოკოკური და კოლიბაცილური ინფექციების დროს.
ფარმაკოდინამიკა. სულფანილამიდს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, იგი ბაქტერიოსტატიკია. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ПАБК-სთან კონკურენტულ ანტაგონიზმთან და დიჰიდროფტეროატსინთეტაზას კონკურენტულ დათრგუნვასთან, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლიუმის ჯავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, ნაწლავური ჩხირის, ასევე ქლამიდიების, აქტიმინომიცეტებისა და სხვ. მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა. ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს ქსოვილებში და თვალის სითხეებში. შეუძლია სისხლის სისტემურ დინებაში შეღწევა ანთებითი კონიუნქტივიდან, მაგრამ პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობის გამო სისტემური ეფექტი არ განისაზღვრება.

 

გამოყენების ჩვენებები:
კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ. თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:
ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ჩვენებების მიხედვით.

 

გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.

 

გამოყენების წესი და დოზები:
ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქპმის დროს - ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

 

ჭარბი დოზა:
პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.

 

გაფრთხილებები:
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

 

შენახვა:
ინახება 8-25°C ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა:
პოლიეთილენის 5 მლ ფლაკონ-საწვეთურები.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:
დსს "ლიქვორი", სომხეთი
375078, ერევანი, მარგარიანის ქ. 6
ტელ./ფაქსი: 37410 35 49 53
ელ-ფოსტა: liqvor@web.am

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.