newhospitals

აკლასტა 5მგ/100მლ ფლ

აკლასტა 5მგ/100მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1961ნახვა

ფორმა, შეფუთვა: 

გამჭვირვალე და უფერო საინფუზიო ხსნარი, მუყაოს შეფუთვაში მოთავსებული ერთი ცალი პოლიეთილების ფლაკონი, რომელშიც ასხია 100 მლ ხსნარი. 1 მლ შიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას.

 

შემადგენლობა:
ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატი (Zoledronic Acid)

 

მწარმოებელი:
NOVARTIS PHARMA, AG (შვეიცარია).

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ინჰიბიტორი. ბისფოსფონატი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება ამინობისფოსფონატების კლასს და უპირველეს ყოვლისა ძვლებზე მოქმედებს, აქვეითებს ოსტეოკლასტების აქტიურობას და ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას.
ბისფოსფონატების არჩევითი მოქმედება განპირობებულია მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილისადმი მათი მაღალი აფინურობთ. ინტრავენურად შეყვანილი ზოლედრონის მჟავა სწრაფად ნაწილდება ძვალში და სხვა ბისფოსფონატებისა მსგავსად, უპირატესად ძვლის რეზორბციის უბნებში ლოკალიზდება.
ოსტეოკლასტში ზოლედრონის მჟავას მთავარ მოლეკულურ სამიზნეს ფერმენტი ფარნეზილპიროფოსფატსინთაზა წარმოადგენს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს პრეპრატის სხვა მექანიზმების არსებობასაც. ცხოველებზე ჩატარებულ ხანგრძლივ გამოკვლევებში ზოლედრონის მჟავა ახდენდა ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ინჰიბირებას, თანაც მოქმედებდა არასასურველად ძვლის ფორმირებაზე, მინერალიზაციაზე ან მექანიკურ თვისებებზე, დოზაზე დამოკიდებულად აქვეითებს ოსტეოკლასტების აქტიურობას და ამცირებს ღრუბლისებრ და Haversian ძვალში რემოდელირების ახალი უბნების აქტივაციის სიხშირეს. ამასთან არ იწვევს ბოჭკოვანი სტადიის დარღვევას.

 

ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები მიღებული იქნა 64 პაციენტთან 2 მგ, 4 მგ, 8 მგ და 16 მგ ზოლედრონის მჟავას 5 და 15 წუთიანი ერთჯერადი და მრავალჯერადი ინფუზიების ჩატარების შედეგად მიღებულ იქნა. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არიან ამოკიდებულნი დოზაზე.
ზოლედრონის მჟავას გადასხმის დაწყების შემდეგ აქტიური ნივთიერების პლაზმური კონცენტაციები სწრაფად მატულობს, გადასხმის ბოლოს აღწევს პიკს, შემდეგ მოსალოდნელია კონცენტრაციის სწრაფი დაქვეითება პიკის 10%-ით 4 საათის შემდეგ და პიკის 1%-ით დაქვეითება 24 საათის შემდეგ, რასაც მოსდევს ძალიან დაბალი (პიკური დონის 0,1%) კონცენტრაციის ხანგრძლივი პერიოდი.
ვენაში შეყვანილი ზოლედრონის მჟავის თირკმელებით გამოყოფა სამ ეტაპად: სისტემური ცირკულაციიდან პრეპარატის სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა, ნახევარდაშლის პერიოდებით T1/2 0.24 სთ (α-ფაზა) და T1/2 1,87 სთ (β-ფაზა), შემდეგ ელიმინაციის ხანგრძლივი ფაზა ნახევარდაშლის საბოლოო პერიოდით T1/2 146სთ (γ-ფაზა). პლაზმაში მრავალჯერადი დოზების ყოველ 28 დღეში შეყვანის შემდეგ აქტიური ნივთიერების დაგროვება პლაზმაში არ აღნიშნულა.
ზოლედრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. პირველი 24 საათის განმავლობაში შეყვანილი დოზის 39 ±16% ექსკრეტირდება შარდთან, პრეპარატის დანარჩენი რაოდენობა კი ძირითადად უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს. შემდეგში ხდება ძვლოვანი ქსოვილიდან ზოლედრონის მჟავას ნელი გამოთავისუფლება სისტემურ ცირკულაციაში და მისი გამოყოფა თირკმელებით. პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს 5.04±2.5 ლ/სთ. იგი დამოკიდებული არ არის დოზაზე, სქესზე, ასაკზე, რასობრივ კუთვნილებაზე და პაციენტის სხეულის წონაზე. ინფუზიის 5-დან 15 წუთამდე გახანგრძლივება იწვევს ზოლედრონის მჟავას კონცენტრაციის დაქვეითებას ინფუზიის ბოლოს, მაგრამ გავლენას არ ახდენს კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების მრუდის ქვეშ მდებარე ფართზე.

 

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
ზოლედრონის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსი კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან, თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს კრეატინინის კლირენსის 75±33%, რომელმაც 64 გამოკვლეულ პაციენტთან აჩვენა საშუალო მნიშვნელობის 84±29 მლ/წთ (დიაპაზონი 22-დან 143 მლ/წთ-მდე).
ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით თირკმლის უკმარისობის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხით დაავადებულებში ბიომისაწვდომობის უმნიშვნელო გაზრდა (30-40%) და პრეპარატის კუმულაციის არ არსებობა მრავალჯერადი დოზების მიუხედავად თირკმლის ფუნქციისაგან დამოუკიდებლად, მოწმობს იმაზე, რომ ზოლედრონის მჟავას დოზის დარეგულირება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი (КК 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (КК 30-50 მლ/წთ) ხარისხის სიმძიმის დროს საჭირო არ არის.

 

ჩვენება:

ოსტეოპოროზის მკურნალობა ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში (ბარძაყის ძვლის, ხერხემლის და სხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების შემთხვევების შემცირება, ძვლის მინერალური სიმკვრივის ზრდა);
ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის მქონე ქალებსა და მამაკაცებში შემდგომი (ახალი) ოსტეოპოროზული მოტეხილობების პროფილაქტიკა;
პეჯეტის დაავადების მკურნალობა (მადეფორმირებელი ოსტეიტი).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა: რეკომენდებული დოზა - წელიწადში ერთხელ 5 მგ აკლასტას ერთი ინტრავენური ინფუზია;

 

პეჯეტის დაავადების მკურნალობა:
რეკომენდებული დოზა - 5 მგ აკლასტას ერთი ინტრავენური ინფუზია. პეჯეტის დაავადების მკურნალობისათვის აკლასტა შეუძლიათ გამოიყენონ, მხოლოდ იმ ექიმებს, რომლებსაც აქვთ მოცემული დაავადების მკურნალობის გამოცდილება.

 

პეჯეტის დაავადების განმეორებითი მკურნალობა:
დღეისათვის სპეციალური მონაცემები განმეორებითი მკურნალობის თაობაზე არ არსებობს. აკლასტით პეჯეტის დაავადების ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რემისიის ხანგრძლივი პერიოდი. თუმცა, აკლასტით განმეორებითი მკურნალობა შესაძლებელია დაენიშნოთ პაციენტებს დაავადების რეციდივების დროს, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს შრატში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატებისა, პაციენტებს, რომლებთანაც მიღწეული არ ყოფილა შრატში ტუტე ფოსფატაზის დონის ნორმალიზაცია შრატში, ან პაციენტებს სიმპტომებით, რომელიც შენარჩუნებულია 12 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან.
აკლასტა (5 მგ/100 მლ-ზე მომზადებული საინფუზიო ხსნარისათვის) ვენაში შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის ცალკე სისტემით, შეყვანის მუდმივი სიჩქარით. ინფუზიის დრო არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები.
აკლასტის ინფუზიას ატარებენ პაციენტის ადეკვატურ ჰიდრატაციის პირობებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს. ქალებმა ოსტეოპოროზით, აუცილებელია გამოიყენონ დამატებით კალციუმი და ვიტამინი D, თუ დიეტა ვერ ახდენს მათი საჭირო რაოდენობის კომპენსირებას.
პაციენტებს პეჯეტის დაავადებით, აუცილებელია ვიტამინი D და კალციუმის მიღების ადექვატური უზრუნველყოფა დღიურ დოზებში.

 

პაციენტები თირკმელების უკმარისობით:
აკლასტის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომელთაც აქვს კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ, რადგან ამ პოპულაციის ავადმყოფებში ადეკვატური კლინიკური გამოცდილება მეტად მცირეა. 30 მლ/წთ-ზე მაღალი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (>65 წელზე) დოზის რეგულირებაა არ საჭიროებენ, ვინაიდან ბიოშეღწევადობა განაწილება და გამოყოფა ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და შედარებით ახალგაზრდა სუბიექტებში ერთნაირია.
აკლასტის გამოყენება გამოკვლეული არ არის ბავშვებში და მოზარდებში და ამიტომ იგი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფებში.

 

გვერდითი მოვლენები:
აკლასტას გვერდითი ეფექტები უმნიშვნელოა და სხვა ბისფოსფონატების გვერდითი ეფექტების მსგავსია. ყველაზე ხშირად გამოვლინდა ციებცხელება (18.1%), მიალგია (9.4%), გრიპისმსგავსი სიმპტომები (7.8%), ართრალგია (6.8%), თავის ტკივილი (6.5%). ხდება სიმპტომების შესუსტება აკლასტას შემდგომი შეყვანის შემდეგ. ინფუზიის შემდეგ ნეგატიური ეფექტების შემცირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას პარაცეტამოლი და იბუპროფენი.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ჰიპოკალციემია;
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
ზოლედრონის მჟავას 5 მგ დოზა შეყვანილი უნდა იქნას 15 წუთის განმავლობაში.
აკლასტა რეკომენდებული არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კერატინინის კლირენსი <30მლ/წთ) დაავადებული პაციენტებისათვის, ავადმყოფთა ამ პოპულაციაში ადექვატური კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო. აკლასტას მიღების წინ პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაიზომონ შრატში კრეატინინის დონე.
აკლასტის ინფუზია ტარდება პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს. ადრე არსებული ჰიპოკალციემიის მკურნალობა აუცილებელია კალციუმისა და ვიტამინი D დაწყებამდე. ასევე აუცილებელია მინერალური ცვლის სხვა დარღვევების ეფექტური მკურნალობაც. მაგალითად პარათირეოიდული ჯირკვლის შემცირება, ნაწლავებში კალციუმის აბსორბციის დარღვევა). ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს ეს პაციენტები.
ძვლების მომატებული რეზორბცია წარმოადგენს პეჯეტის დაავადების დამახასიათებელ თავისებურებას. ამიტომ, რეკომენდებულია პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტთათვის კალციუმის და ვიტამინი D-ს დამატებითი დღიური ნორმის მიღება აკლასტის გამოყენებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში.
ოსტეოპოროზით დაავადებული ქალებისათვის, აუცილებელია კალციუმისა და ვიტამინი D დამატებით მიღება. თუ დიეტა არ ახდენს მათი საჭირო რაოდენობის კომპენსირებას.
პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ბისფოსფონატებს მათ შორის აკლასტას, მძიმე დარღვევები ძვლების, სახსრების და/ან კუნთებში ტკივილების შემთხვევები აღენიშნებოდათ უკიდურესად იშვიათად.
უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ აკლასტა შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებას, რაც ზომეტა (ზოლედრონის მჟავა), რომელიც გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის.

 

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობები არ ყოფილა. ჭარბი დოზირების დროს, რომელიც იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოკალიემიას, მდგომარეობის კომპენსირება ხდება პერორალურად კალციუმის დამატებითი მიღებით და/ან კალციუმის გლუკონატის გადასხმით.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დაუშვებელია აკლასტის შერევა ან მისი ინტრავენური შეყვანა რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად; მისი შეყვანა ხდება ინტრავენური გადასხმის ცალკე სისტემით, სამკურნალო საშუალების შეყვანის მუდმივი სიჩქარის პირობებში. თუკი ხსნარი ცივია, გამოყენების წინ საჭიროა მისი გათბობა ოთახის ტემპერატურამდე. ინტრავენური გადასხმისათვის ხსნარის მომზადების დროს აუცილებელია დაცული იქნეს ასეპტიკის მეთოდები.
ზოლედრონის მჟავასთან სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედებების სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა. ზოლედრონის მჟავა სისტემატურად არ მეტაბოლიზდება და გავლენას არ ახდენს ციტოქრომ P450 ენზიმებზე in vitro. ზოლედრონის მჟავა უმნიშვნელო ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 56%-ს) და ამიტომ შეკავშირების მაღალი ხარისხის მქონე პრეპარატების ჩანაცვლების შედეგად გამოწვეული ურთიერთქმედებები ნაკლებსავარაუდოა.
ზოლედრონის მჟავა ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლისმიერი ექსკრეციით. საჭიროა გარკვეული სიფრთხილე აკლასტის გამოყენების დროს იმ პრეპარატებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ თირკმლის ფუნქციაზე (მაგალითად ამინოგლიკოზიდები ან დიურეტიკები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ დეჰიდრატაცია).

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაუხსნელი ფლაკონი არ საჭიროებს არანაირ სპეციალური შენახვის პირობებს. გახსნის შემდეგ ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2-8 ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუკი პრეპარატი გამოყენებული არ იქნა დაუყოვნებლივ, მისი გამოყენების მომენტამდე შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებლობას ღებულობს მომხმარებელი და პრეპარატი ჩვეულებრივ უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 24 საათისა 2-8oC ტემპერატურის პირობებში. პრეპარატი ვარგისიანია 2.5 წელი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.