ადვილი 0.2გ(იბუპროფენი) #10ტ
ფორმა, შეფუთვა:
თეთრი დრაჟეები. ერთი დრაჟე შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 1 ან 2 ბლისტერი, რომელზეც 10 ცალი დრაჟეა. შემადგენლობა:
იბუპროფენი (Ibuprofen) მწარმოებელი:
იტალია. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალება იბუპროფენის მოქმედებით არის განპირობებული. კერძოდ, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სწრაფი და ეფექტური მოქმედება. ჩვენება:
თავის (შაკიკი, რევმატული) და სახსრების ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ნევრალგიები, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილი, ანთებები, ცხელება, გაცივება და გრიპის სიმპტომები.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზაა 2 დრაჟე. მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება 1 ან 2 დრაჟე 4-6 საათში ერთხელ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
მიღებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 სთ-ს. სასურველია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია 7 დღის განმავლობაში, ხოლო ცხელების - 3 დღეზე მეტხანს, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
გვერდითი მოვლენები: იშვიათია. მოსალოდნელია გულისრევა, კუჭის არეში ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, იშვიათად ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი და სხვა); აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება: კუჭის წყლული და მუქი ფერის განავალი. ასთმით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუნთქვის გაძნელება. უკუჩვენება:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ასპირინთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთნ კომბინაცია;
იბუპროფენის, ასპირინის და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
მხედველობის ნერვის დაავადება. განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ანტიკოაგულანტების, დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების რეგულარული გამოყენების, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, ღვიძლის დაავადებებისა და ასთმის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ზედოზირება:
ჭარბი დოზირების ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა ან წნევის დაქვეითება, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 250C-მდე ტემპერატურაზე.