ადრილიგნო
ადრილიგნო LIDOCAIN ADERNALINE 2% ადრილიგნო: მრავალმხრივი, კარგი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, როგორც ზედაპირული გამოყენებისათვის , ისე საინექციოდ. ნერვის ირგვლივ მისი ინექცია აბლოკირებს გამტარებლობას 3 წუთის განმავლობაში. ანესთეზია უფრო ინტენსიურია და ხანგრძლივი.
ჩვენებები: ზედაპირული აპლიკაცია, ინფილტრაცია, ნერვის ბლოკადა, ეპიდურული, სპინალური და ინტრავენური ანესთეზია, ტკივილი და მსუბუქი დამწვრობები, მწერების ნაკბენები, ჰემოროდალური კვანძები, ნახეთქების ქავილი, ტრაქეალური ინტუბაცია, ონკოლოგიური, ვაგინალური და რექტალური გასინჯვა, ურეთრალური ოპერაციები, კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია, მტკივნეული ცისტიტი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, AV ბლოკადა, გამტარებლობის დარღვევები, კარდიალური დეკომპოზიცია.
სპეციალური გაფრთხილებები: ადილობრივი ანესთეზიის ყველა შემთხვევაში აუცილებელია ადექვატური სარეანიმაციო მოწყობილობა, სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის, ბრადიკარდიის დროს.
პედიატრიული პრაქტიკაში: არ გამოიყენება
ორსულებში: გამოყენება უსაფრთხოა
ლაქტაციის პერიოდში: გამოიყენეთ სიფრთხილით
ასაკოვნებში: გამოყენება უსაფრთხოა
გვერდითი ეფექტები: პირველადი რეაქციები არის ორი ტიპის და განისაზღვრება შესაბამისად, თავის ტვინის ქერქისა და ტვინოვანი ნივთიერების სტიმულაციით ან დეპრესიით. ნელი განვითარება, სტიმულაციას მივყავართ: ადვილად გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, დაბინდული მხედვენლობა, გულისრევა, ტრემორი, კრუნჩხვები და სუნთქვის გაჩერება. დეპრესიას მივყავართ: სუნთქვის გაჩერება, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის გაჩერება. სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ სწრაფად, ყოველგვარი წინაპერიოდის გარეშეც. პროპრანოლოლი ამცირებს კლირენსს დაახლოებით 40%-ით, ციმეტიდინი ზრდის პლაზმის კონცენტრაციასა და ტოქსიურობას, ბენზოდიაზეპინები და ბარბიტურატები ზრდიან ლიგნოკაინისადმი კონვულსიურ ზღურბლს.