newhospitals

აციკლოსტადი®, საცხი

აციკლოსტადი®, საცხი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2751ნახვა

შემადგენლობა:

ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება: საცხის 1 გრ შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.

დამხმარე ნივთიერებები:

სტეაროილ მაკროგლიცერიდები, დიმეტიკონი, აცეტილ ალკოჰოლი, თხევადი პარაფინი, პარაფინი თეთრი რბილი, პროპილენ გლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აციკლოსტადი®, საცხი - წამალი ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ანტივირუსული პრეპარატი).

 

ჩვენებები:

ტკივილისა და ქავილის მკურნალობა, რასაც თან ახლავს ხშირად განმეორებადი გენიტალური და ლაბიალური (ტუჩის) ჰერპესი. (მორეციდივე ჰერპეს გენიტალისი და ლაბიალისი).

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის ან აციკლოსტადი® საცხის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ადგილობრივი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება აციკლოსტადი®, საცხის წასმა ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირის ღრუ, თვალი ან საშო).

 

გაფრთხილება:

შემდეგი მდგომარეობების დროს, აციკლოსტადი®, საცხი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ზემოთ აღწერილი ნებისმიერი მდგომარეობის განიხილეთ თქვენს ექიმთან მძიმე იმუნოსუპრესიის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

 

უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებანი:

გენიტალურ და ანალურ რეგიონებში აციკლოსტადი®, საცხის გამოყენებისას, ლატექსის პრეზერვატივის მდგრადობა გახევისადმი კლებულობს აციკლოსტადი®, საცხში შემავალი პარაფინისა და ვაზელინის გამო, რაც საფრთხეს უქმნის პრეზერვატივის საიმედოობას. აცეტილ ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება მაგ. კონტაქტური დერმატიტი. პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის.

 

დოზირება და გამოყენების მეთოდი, მკურნალობის ხანგრძლივობა:

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება. აციკლოსტად®, საცხით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ექიმის დანიშნულება. დაიდეთ საცხის თხელი შრე ინფიცირებულ კანზე დღეში 5-ჯერ ყოველ 4 საათში. დაინფიცირებული კანის დასაფარად, საჭირო რაოდენობის საცხის ასაღებად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი. აციკლოსტადი®, საცხის წასმისას, ეცადეთ დაფაროთ ადგილი ჰერპეს ინფექციის ხილული ნიშნებით (ბუშტუკები, შეშუპება, სიწითლე), ისევე როგორც ახლოს მდებარე მიდამოებიც. აციკლოსტადი®, საცხის ხელით წასმისას, აუცილებლად დაიბანეთ ხელი წასმამდე და წასმის შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ დაზიანებული კანის დამატებითი ინფიცირება (მაგ. ბაქტერიებით) და ვირუსის გადატანა სხვა ჯერ არ-დაინფიცირებულ ადგილებზე.

 

შენიშვნა:

საუკეთეო შედეგისათვის, აციკლოსტადი®, საცხით მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, ჰერპესის პირველი ნიშნების (წვა, ქავილი და დისკომფორტი, სიწითლე) შემჩნევისთანავე. აციკლოსტადი®, საცხით მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. მკურნალობა ჩვეულებრივ 5 დღეს გრძელდება, თუმცა მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად დგინდება და გრძელდება მანამ სანამ მიიღწევა ვეზიკულარული ქერქები ან შეხორცება.

 

ჭარბი დოზირება:

გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ (ნუ გამოიყენებთ საცხს უფრო ხშირად და ნუ წაისვამთ საცხის უფრო სქელ ფენას). მნიშვნელოვანი გამოვიყენოთ აციკლოსტადი®, საცხი ხანგრძლივად, რათა საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ (იხ. "დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა").

 

გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. აციკლოსტადი®, საცხის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებული კანის ხანმოკლე წვა ან მწვავე ტკივილი. იშვიათად შეინიშნება აციკლოსტადი®, საცხით დამუშავებული კანის სიწითლე, გამოშრობა და აქერცვლა. არსებობს ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები (კონტაქტური დერმატიტი). უმეტეს შემთხვევაში, სადაც ალერგიული ტესტები ჩატარდა, დამტკიცდა, რომ კანის რეაქციას იწვევს არა აქტიური ნივთიერება აციკლოვირი, არამედ საცხის ბაზისის ფარმაცევტული დამხმარე ნივთიერებები. თუ ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები გამოხატულია, შეიძლება განვითარდეს კონტაქტური დერმატიტის და მოიცვას დაუზიანებელი ადგილებიც. ამ შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.


პრეპარატის ვარგისიანობის ვადა და სტაბილურობა:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია ტუბსა და კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


შეფუთვა და შიგთავსი:

ორიგინალური შეფუთვა, 5 გრ ან 20 გრ საცხი


ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი:

STADA Arzneimittel AG, Stadastraßev 2-18, 61118 Bad Vilbel, Germany ტელ: + 49 6101 603-0, ფაქსი: + 49 6101 603-259, ინტერნეტი: www.stada.de

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.