newhospitals

აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტები

აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტები
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5245ნახვა
[center][b]აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტები[/b] აქტიური ნივთიერება: აციკლოვირი[/center] [b]შემადგენლობა[/b] [b]ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება:[/b] ყოველი ტაბლეტი შეიცავს 800 მგ აციკლოვირს. [b]დამხმარე ნივთიერებები:[/b] მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A). [b]ფარმაკოლოგიური ჯგუფი:[/b] აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტები – წამალი ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ანტივირუსული პრეპარატი). [b]ჩვენებები[/b] ჰერპეს ზოსტერი (შემომსარტყველი ჰერპესი) [b]უკუჩვენებები[/b] ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის მიმართ. [b]ორსულობა და ძუძუთი კვება[/b] ორსულ ქალებში, აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის მიერ უნდა შეფასდეს თუ რამდენად აღემატება მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკს. აციკლოვირის პრეპარატების გამოყენებისას, აციკლოვირი ვლინდება დედის რძეში. ამიტომ აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტების მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. [b]ხანდაზმულებში გამოყენება[/b] ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამიტომ, ხანდაზმულებში აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტების გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება და სათანადო რაოდენობის სითხის მიღება. გარდა ამისა, მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი დოზირების კორექცია (იხ. “დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა”). [b]უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებანი[/b] იხ. ‘უკუჩვენებები’ და “დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა” [b]სხვა წამლებთან ურთიერთქმედება[/b] გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ეს ეხება ახლო წარსულში გამოყენებულ წამლებსაც. პრობენეციდი (ურიკოზული პრეპარატი პოდაგრისათვის) აქვეითებს თირკმლების მიერ აციკლოვირის გამოყოფას, რაც ზრდის ორგანიზმში აციკლოვირის მდგრადობას. [b]დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა[/b] ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება. აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ექიმის დანიშნულება. მოზრდილები: ჰერპეს ზოსტერი (შემომსარტყველი ჰერპესი): 1 ტაბლეტი (აციკლოვირის 800 მგ დღის განმავლობაში) დღეში 5-ჯერ ყოველ 4 საათში. პაციენტები თირკმლის უკმარისობით (იხ. “უკუჩვენებები”): პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს, აციკლოვირის უფრო დაბალი დოზები სჭირდებათ. თუ თირკმლის პრობლემა გაწუხებთ, თქვენი ექიმი, დოზას შეგირჩევთ თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალი), თუ შესაძლებელია ჭამის შემდეგ. აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. [b]სპეციალური შენიშვნა:[/b] საუკეთეო შედეგისათვის, აციკლოსტადი®, 800 მგ ტაბლეტებით მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, ინფექციის პირველი ნიშნების ან სიმპტომების შემჩნევისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი, ჰერპეს ზოსტერის მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა. [b]ჭარბი დოზირება და დოზირების რეჟიმის სხვა დარღვევები[/b] აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტების (ნებით თუ უნებლიეთ) ჭარბი დოზირება აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტების ჭარბი დოზირების შემდეგ მოწამვლა ნაკლებად მოსალოდნელია. აციკლოვირის 5 გრ მიღება მოწამვლის სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა, მონაცემები უფრო მაღალი დოზების შესახებ ცნობილი არ არის. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს და თუ გამოხატული არის გვერდითი მოვლენები, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს. განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ (ნუ მიიღებთ ტაბლეტებს უფრო ხშირად ან უფრო მაღალ დოზებში). თუ რამდენიმე დოზა გამოტოვეთ ან დანიშნულეზე უფრო მცირე დოზა მიიღეთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. მაშინაც კი, თუ თქვენ თავს საგრძნობლად კარგად გრძნობთ, თქვენ უნდა გაიაროთ აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტებით მკურნალობის მთელი კურსი ექიმის დანიშნულებისამებრ, რათა საფრთხეში არ ჩააგდოთ მკურნალობის წარმატება. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მაგ. გვერდითი მოვლენების გამო, თქვენი ნებით მკურნალობის შეწყვეტამდე ან შეჩერებამდე გაესაბრეთ ექიმს. [b]გვერდითი მოვლენები[/b] არსებული მომენტისათვის, აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტები იშვიათად არის დაკავშირებული შემდეგ გვერდით მოვლენებთან: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყევტისთანავე ქრება, გასტრო-ინტესტინალური სიმპტომები გულისრევის, ღებინების, ფაღარათისა და მუცლის ტკივილის ჩათვლით. არსებობს ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების იშვიათი შემთხვევები, უმთავრესად თავბრუ, ჰალუცინაციები და ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე და ტიპიურია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით ან სხვა მდგომარეობებით, რომლებიც განაპირობებენ ასეთი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას. გარდა ამისა, არსებობს დეპერსონალიზაციის ერთეული შემთხვევბი, რომელიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. აღინიშნება ტრანზიტორული კონვულსიები და ფსიქოზები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტებში გართულებული კლინიკური მიმდინარეობით აციკლოვირი ინტრავენოზური ინფუზიის გზით შეიყვანება. არსებობს ტრანზიტორული, ლაბორატორიული გვერდითი მოვლენების იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციებთან, ისევე როგორც სისხლთან (ბილირუბინის, ღვიძლის ფერმენტების, შრატის შარდოვანა აზოტის და შრატის კრეატინინის დონის მომატება; ჰემატოლოგიური პარამეტრების ოდნავ დაქვეითება). ასევე არსებობს თავის ტკივილის, გამოფიტვის, უძილობის ან სისუსტის იშვიათი შემთხვევები. პაციენტებში იშვიათად ვითარდება სუნთქვის გაძნელება. აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტების გამოყენებისას არსებობს თმის დიფუზური დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, თუმცა მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. [b]პრეპარატის ვარგისიანობის ვადა და სტაბილურობა[/b] პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია ბლისტერსა და კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [b]შეფუთვა[/b] ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 35 ტაბლეტს. [b]ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი:[/b] STADA Arzneimittel AG, Stadastraßev 2-18, 61118 Bad Vilbel, Germany ტელ: + 49 6101 603-0, ფაქსი: + 49 6101 603-259, ინტერნეტი: www.stada.de
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.