newhospitals

აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტები

აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტები
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5877ნახვა
[center][b]აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტები [/b] აქტიური ნივთიერება: აციკლოვირი[/center] [b]ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება:[/b] ყოველი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს. [b]დამხმარე ნივთიერებები:[/b] მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A). [b]ფარმაკოლოგიური ჯგუფი:[/b] აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტები – წამალი ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ანტივირუსული პრეპარატი). [b]ჩვენებები[/b] მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციები, კერძოდ კანისა და ლორწოვანი გარსების გენიტალური ჰერპესი (პირველადი და ხშირად მორეციდივე გენიტალური ჰერპესი). [b]უკუჩვენებები[/b] აქტიური ნივთიერება აციკლოვირის მიმართ .ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირების (შარდის 100 მლ-ზე ნაკლები 24 საათის განმავლობაში) შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება [b]ორსულობა და ძუძუთი კვება[/b] ორსულ ქალებში, აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის მიერ უნდა შეფასდეს თუ რამდენად აღემატება მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკს. აციკლოვირის პრეპარატების გამოყენებისას, აციკლოვირი ვლინდება დედის რძეში. ამიტომ აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტების მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. [b]ხანდაზმულებში გამოყენება[/b] ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამიტომ, ხანდაზმულებში აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტების გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება და სათანადო რაოდენობის სითხის მიღება. გარდა ამისა, მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენი დოზირების კორექცია (იხ. “დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა”). [b]უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებანი[/b] იხ. ‘უკჩვენებები’ და “დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა” [b]სხვა წამლებთან ურთიერთქმედება[/b] გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ეს ეხება ახლო წარსულში გამოყენებულ წამლებსაც. პრობენეციდი (ურიკოზული პრეპარატი პოდაგრისათვის) აქვეითებს თირკმლების მიერ აციკლოვირის გამოყოფას, რაც ზრდის ორგანიზმში აციკლოვირის მდგრადობას. [b]დოზირება და გამოყენების მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა[/b] ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება. აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის გთხოვთ შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. დოზირება: [u]მოზრდილები:[/u] მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციები: 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) 5-ჯერ დღეში ყოველ 4 საათში. მძიმე ფორმებისა და ძალიან ხშირად მორეციდივე გენიტალური მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციების პროფილაქტიკა იმუნოკომპეტენტური პაციენტები ღებულობენ 1 ტაბლეტს (200 მგ აციკლოვირი) 4-ჯერ დღეში ყოველ 6 საათში. ზოგიერთი პაციენტი ეფექტურ პროფილაქტას აღწევს 1 ტაბლეტით (200 მგ აციკლოვირი) სამჯერ დღეში ყოველ 8 საათში ან 1 ტაბლეტით (200 მგ აციკლოვირი) დღეში ორჯერ ყოველ 12 საათში. იმუნოსუპრესირებული პაციენტი ღებულობს პროფილაქტიკურ დოზას, 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) ოთხჯერ დღეში ყოველ 6 საათში. მძიმე იმუნოსუპრესირებული პაციენტები, მაგალითად ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ღებულობენ 2 ტაბლეტს (400 მგ აციკლოვირი) 4-ჯერ დღეში ყოველ 6 საათში. [u]ბავშვები:[/u] მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციების მკურნალობისათვის, 2 წელზე ზემოთ ბავშვები ღებულობენ უფროსის დოზას, ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვები უფროსის დოზის ნახევარს ღებულობენ. [i]პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით[/i] (იხ. “უკუჩვენებები”): პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს, აციკლოვირის უფრო დაბალი დოზები სჭირდებათ. თუ თირკმლის პრობლემა გაწუხებთ, ექიმი დოზას შეგირჩევთ თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი): ჩვენება კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ²) შრატის კრეატინინი (µმოლ/ლ, მგ/დლ) ერთი დოზის დოზირება ქალები მამაკაცები მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექცია M< 10 > 550 > 6.22 > 750 > 8.45 200 მგ აციკლოვირი (1 ტაბლეტი) დღეში ორჯერ ყოველ 12 საათში გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალი), თუ შესაძლებელია ჭამის შემდეგ. აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. [b]სპეციალური შენიშვნა:[/b] საუკეთეო შედეგისათვის, აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, ინფექციის პირველი ნიშნების ან სიმპტომების შემჩნევისთანავე. განსაკუთრებით მორეციდივე მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციების დროს, აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ. ქავილი, წვა/დისკომფორტი და ბუშტუკები). თერაპიის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი. მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციების დროს, აციკლოსტადი®, 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობა გრძელდება 5 დღე, თუმცა პაციენტის კლინიკურმა მდგომარეობამ შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა მოითხოვოს. იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში მარტივი ჰერპეს ვირუსის ინფექციის პრევენციისას, პროფილაქტიკის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეციდივების სიხშირესა და სიმძიმეზე. თუმცა, პროფილაქტიკის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6-12 თვეს. პროფილაქტიკი ხანგრძლივობა იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში დამოკიდებულია იმუნოსუპრესიის სიმძიმეზე და დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ. [b]ჭარბი დოზირება და დოზირების რეჟიმის სხვა დარღვევები[/b] აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტების (ნებით თუ უნებლიეთ) ჭარბი დოზირება აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტების ჭარბი დოზირების შემდეგ მოწამვლა ნაკლებად მოსალოდნელია. აციკლოვირის 5 გრ მიღება მოწამვლის სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა, მონაცემები უფრო მაღალი დოზების შესახებ ცნობილი არ არის. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს და თუ გამოხატული არის გვერდითი მოვლენები, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს. განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ (ნუ მიიღებთ ტაბლეტებს უფრო ხშირად ან უფრო მაღალ დოზებში). თუ რამდენიმე დოზა გამოტოვეთ ან დანიშნულეზე უფრო მცირე დოზა მიიღეთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. მაშინაც კი, თუ თქვენ თავს საგრძნობლად კარგად გრძნობთ, თქვენ უნდა გაიაროთ აციკლოსტად®, 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობის მთელი კურსი ექიმის დანიშნულებისამებრ, რათა საფრთხეში არ ჩააგდოთ მკურნალობის წარმატება. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მაგ. გვერდითი მოვლენების გამო, თქვენი ნებით მკურნალობის შეწყვეტამდე ან შეჩერებამდე გაესაბრეთ ექიმს. [b]გვერდითი მოვლენები[/b] არსებული მომენტისათვის, აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტები იშვიათად არის დაკავშირებული შემდეგ გვერდით მოვლენებთან: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყევტისთანავე ქრება, გასტრო-ინტესტინალური სიმპტომები გულისრევის, ღებინების, ფაღარათისა და მუცლის ტკივილის ჩათვლით. არსებობს ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების იშვიათი შემთხვევები, უმთავრესად თავბრუ, ჰალუცინაციები და ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე და ტიპიურია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით ან სხვა მდგომარეობებით, რომლებიც განაპირობებენ ასეთი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას. გარდა ამისა, არსებობს დეპერსონალიზაციის ერთეული შემთხვევბი, რომელიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. აღინიშნება ტრანზიტორული კონვულსიები და ფსიქოზები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტებში გართულებული კლინიკური მიმდინარეობით აციკლოვირი ინტრავენოზური ინფუზიის გზით შეიყვანება. არსებობს ტრანზიტორული, ლაბორატორიული გვერდითი მოვლენების იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციებთან, ისევე როგორც სისხლთან (ბილირუბინის, ღვიძლის ფერმენტების, შრატის შარდოვანა აზოტის და შრატის კრეატინინის დონის მომატება; ჰემატოლოგიური პარამეტრების ოდნავ დაქვეითება). ასევე არსებობს თავის ტკივილის, გამოფიტვის, უძილობის ან სისუსტის იშვიათი შემთხვევები. პაციენტებში იშვიათად ვითარდება სუნთქვის გაძნელება. აციკლოსტად®, 800 მგ ტაბლეტების გამოყენებისას არსებობს თმის დიფუზური დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, თუმცა მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. [b]პრეპარატის ვარგისიანობის ვადა და სტაბილურობა[/b] პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია ბლისტერსა და კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არა უმეტეს + 25°C ტემპერატურეს პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. [b]შეფუთვა[/b] ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 25 და 100 ტაბლეტს. [b]ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი:[/b] STADA Arzneimittel AG, Stadastraßev 2-18, 61118 Bad Vilbel, Germany ტელ: + 49 6101 603-0, ფაქსი: + 49 6101 603-259, ინტერნეტი: www.stada.de
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.