newhospitals

აცერუმენი 2მლ ყურის/წვ #5ფლ

აცერუმენი 2მლ ყურის/წვ #5ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4149ნახვა
საერთაშორისო დასახელება - Cocobetain,Collagen,Methylglucosodioleat
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ყურის გამოსარეცხი საშუალებები

 


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჩაი - კოკოილის ჰიდრალიზებული კოლაგენი 20.00 გ კოკო - ბეტაინი 6.00 გ PEG120 მეთილგლუკოზის დიოლეატი 1.50 გ დამხმარე საშუალებები 100 გ-მდე

ყური წარმოადგენს რთულ ორგანოს, რომელიც შედგება სამი ერთმანეთისაგან გამორჩეული ნაწილისაგან (გარე, შუა და შიდა ყური), რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის სმენის უნარს. გარეთა სმენის არხზე, რომელიც გარე ყურს აკავშირებს შუა ყურთან, მოთავსებულია ქონის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმოვან მუქი ყვითელი ფერის ნივთიერებას გოგირდს.
ყურის გოგირდის დანიშნულება
გოგირდი იცავს ყურს ინფექციისგან, მტვრისა და უცხო სხეულებისგან. ის უზრუნველყოფს გარეთა სასმენი არხის კანის ზედაპირზე ბუნებრივად არსებული ბაქტერიების კონტროლს. საბოლოოდ, ის ახორციელებს შუა ყურის დარბილებას და იცავს მას გამყარებისაგან, რაც ბგერების გადაცემის საშუალებას იძლევა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყურებისათვის ჰიგიენის დაცვა
ჩვეულებრივ პირობებში, ყბების მოძრაობის შედეგად ღეჭვის დროს ყურის გოგირდი ბუნებრივად გადაადგილდება გარეთა სასმენი არხიდან გარეთ. აღნიშნული პროცესის ნებისმიერი სახის დარღვევა იწვევს ყურის გოგირდის დაგროვებას, რაც ხელს უშლის ყურის სათანადოდ ფუნქციონირებას, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს სმენის დაქვეითება, ზუზუნი ყურებში, თავბრუსხვევა და სხვ. ყურის ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია გარეთა სასმენი არხის გასუფთავება და მისი დაცვა ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვებისაგან.
რას წარმოადგენს ა-ცერუმენი
ა-ცერუმენი არის ყურის ჰიგიენური დაცვის საშუალება, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ აგენტებს. ა-ცერუმენი რეკომენდებულია ბავშვებში 30 თვის ასაკიდან და მოზრდილებისათვის. - რეგულარულად გამოყენებისას, ა-სერუმენი უზრუნველყოფს ყურის გაწმენდას გოგირდის ნარჩენებისაგან და იცავს მას ცხიმოვანი ნივთიერების დაგროვებისაგან.
- ა-სერუმენი უზრუნველყოფს გოგირდის საცობების დაშლას.
ახალშობილებსა და ჩვილებში გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

1. თითოეულ ყურში უნდა მოხდეს ერთდოზიანი პაკეტის შემცველობის ნახევრის ჩაწვეთება.
2. სითხე ყურში უნდა გაჩერდეს დაახლობით 1 წუთის განმავლობაში.
3. ყურის ამორეცხვა უნდა მოხდეს სტერილური 0.9%-იანი ფიზიოლოგიური მარილხსნარით.

შენახვის პირობები და ვადები
გახსნის შემდეგ პაკეტის გამოყენება უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში. პროდუქტი ინახება არა ნაკლებ 30°C-ზე.

 

სიფრთხილის ზომები:
მოერიდეთ პაკეტის თავის სასმენ არხში ღრმად მოხვედრას მისი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. პროდუქტი არ გამოიყენება, თუ შუა ყური პერფორირებულია, პაციენტს აღენიშნება ყურის ინფექცია ან გაკეთებული აქვს სავენტილაციო მილი.ყურის ტკივილისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ პროდუქტის მოხვედრას თვალებში. მოერიდეთ პროდუქტის გადაყლაპვას.
პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Laboratories GILBERT 14204 Herouville-Saint-Clair
ავსტრია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.