newhospitals

აცც ლონგი 600მგ #10შუშხუნა ტაბ

აცც ლონგი 600მგ #10შუშხუნა ტაბ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3103ნახვა
საერთაშორისო დასახელება - acetylcysteine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CB06
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
600მგ #6, #10, #20 ტაბლეტი

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინის 600 მილიგრამი.
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმონის მჟავა უწყლო (1385,0 მგ), ნატრიუმის ჰილროკარბონატი (613,4 მგ), ნატრიუმის კარბონატი უწყლო (320,0 მგ), მანიტოლი (150,0 მგ), ლაქტოზა უწყლო (150,0 მგ), ასკორბინის მყავა (75,0 მგ), ნატრიუმის ციკლამატი (30,0 მგ) ნატრიუმის საქარინატი 2H2O (5,0 მგ), ნატრიუმის ციტრატი 2H2O (1,6 მგ), მაყვლის არომატიზატორი "B" (40,0 მგ).
აღწერა:
თეთრი, მგრვალი ტაბლეტი გლუვი ზედაპირით, მაყვლის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკა
აცეტილცისტეინის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფების არსებობა ხელს უწყობს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რაც იწვევს ლორწოს სიბლანტის შემცირებას. პრეპარატი აქტიურობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.
აცეტილცისტეინის პროფილაქტიკური გამოყენებისას ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა შორის აღინიშნება გამწვავების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება.

ჩვენებები:
სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი, ძნელად გამოყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასთმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი.
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).

მიღების წესები და დოზები:
თუ ექიმის მიერ სხვა სახით დანიშნული არ არის, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 1 შუშხუნა ტაბლეტი აცც® ლონგი დღეში ერთხელ (აცეტილცისტეინის 600 მგ დღეში).
გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის შემდეგ. აუცილებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე; განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია გამზადებული ხსნარის შენახვა 2 საათის განმავლობაში.

მითითება:
სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიტიკურ ეფექტს. უეცარი ხანმოკლე გაცივების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღეს შეადგენს. ხანგრძლივი დაავადების შემთხვევაში თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ქრონიკული ბრონქიტის დროს საჭიროა პრეპარატის მიღება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში - ინფექციისაგან პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად.
მითითება შაქრის დიაბეტის მქონე ავადმყოფთათვის:
1 შუშხუნა ტაბლეტი შეესაბამება 0.01 პურის ერთეულს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი) და ხმაური ყურში. ძალიან იშვიათად - ფაღარათი, ღებინება, გულძმარვა და გულის რევა. ერთეულონ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ისეთ ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი, უპირატესად ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან ბრონქიალური ასტმის შემთხვევაში), არტერიული წნევის დაცემა, გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია), გამონაყარი კანზე, კავილი და ჭინჭრის გამონაყარი. გარდა ამისა, არსებობს ერთეულოვანი შეტყობინება სისხლდენის განვითარების შესახებ მომატებული მგძნობელობის რეაქციის არსებობის მიზეზით.
გვერდითი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება:
აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, 14 წლამდე ასაკი.
სიფრთხილით - კუჭის ან თოლმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში, სისხლხველება, ფილტვის სისხლდენა, საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბრონქიალური ასტმა, თირკმელზედა ჯირკვალის დაავავდებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
ბრონბიალური ასტმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში აცეტილცისტეინის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილესა და ბრონქიალური გამავლობის სისტემატურ კონტროლს.
პრეპარატთან მუშაობისას გამოიყენეთ მინის ჭურჭელი, გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულის რევა. დღემდე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროულ მიღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს.
აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ერიტრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ამფოტერიცინ B-თან), აგრეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან.
ლითონებთან, რეზინთან პრეპარატის კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.
ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვების უნარს (მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ).

შენახვის პირობები და ვადები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, +30°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტაბლეტის ამოღების შემდეგ არ დატოვოთ ტუბა ღია მდგომარეობაში!
ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Salutas Pharma GmbH
გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.