საუკეთესო კლინიკა, მადლობა რომ არსებობთ.
საუკეთესო კლინიკა რაც მინახავს საქართველოში. პროფესიონალი ექიმები. ყველას ძალიან მალდიერი ვარ
კაია
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი", რომელიც 1991 წელს დაარსდა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით.
ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში.
ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 3000-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მონოგრაფიებში. ინსტიტუტის თანამშრომლები წლების განმავლობაში რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციების მუშაობაში.
აღსანიშნავია, რომ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკაა. მის ბაზაზე ფუნქციონირებს:
ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ განყოფილებებს:
1991 წელს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება - კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკ. ფ. თოდუას კლინიკა) დაარსდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია მედიცინის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა რადიოლოგია და ქირურგია. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიის დარგში. კლინიკის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, ხოლო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ”დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.” სწორედ ამიტომ, ის საქართველოს წამყვანი სამკურნალო–დიაგნოსტიკური საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტში 4 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის განყოფილება და სტაციონარია. ინსტიტუტში ასევე მოქმედებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი.
ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის მომსახურებები: