პრეზიდენტმა ექიმებს ღირსების მედლები გადასცა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, ათონელის რეზიდენციაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ღირსების მედლები გადასცა.
დაჯილდოვდნენ „რეგიონული ჰოსპიტალისა“ და „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგები რევაზ ომიაძე და მარიამ გოლოვაჩოვა, რომლებმაც აქციის დროს დაზარალებულებს მხედველობა შეუნარჩუნეს.
ასევე, ღირსების მედლები გადაეცათ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა.