newhospitals

მეზიმ ფორტე - დანიშნულება

მეზიმ ფორტე -  დანიშნულება
0
8
რეკომენდაცია
0შეფასება
60910ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
pancreatine

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

აღწერა:
შემოგ. ტაბ. 3500 სე.: 20 ც
1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით:

  • ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ;
  • ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ;
  • პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:

  • გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის კომპენსირებსთვის;
  • აადვილებს ცხიმების, ნახშირწლებისა და ცილების წვრილ ნაწლავში სრულ შეწოვას.
ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა;
  • კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებებისას;
  • კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა.
  • საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციით არასწორი კვების შემთხვევაში;
  • მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
მიღების წესები:

  • მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით;
  • ბავშვებში პრეპარატი მიღება შეიძლება ექიმის დანიშნულებით.
  • მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე ან წლამდე.
გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები;
  • ჰიპერურიკოზურიის განვითარება;
  • სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.
 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

  • პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება;
  • ანტაციდურ საშუალებებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს.
შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, გამოყენების ვადა - 3 წელი.  

მწარმოებელი:

BERLIN-CHEMIE AG, გერმანია.

სად შევიძინოთ?

სულ 477 აფთიაქში

სახალხო აფთიაქი

ქ. თბილისი, კეკელიძის № 16

4.79

ავერსი

დ. თავდადებულის ქუჩა №11

5.02

ავერსი

ჭავჭავაძის №95

5.02

ავერსი

ფალიაშვილის ქ. №82

5.02

სახალხო აფთიაქი

თერჯოლა, რუსთაველის № 78

5.55
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.