newhospitals

ესპუმიზანი 40მგ #25კაფს

ესპუმიზანი 40მგ #25კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
13001ნახვა
საერთაშორისო დასახელება - simeticone
 

ACT კლასიფიკაციის კოდი - A03AX13

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფს. 40 მგ.: 25ც.

1 კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი, რომელიც ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი - ზედაპირულად - აქტიური ნივთიერება, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რომლებიც ამ დროს იშლება. დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის® მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. ახდენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სათანადო დაფარვას კონტრასტული საშუალებით. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.

 

ჩვენებები:
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
- აეროფაგია;
- დისპეფსია;
- რემხელდის სინდრომი;
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.

 

მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისათვისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება: ინიშნება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

 

გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში - ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!

 

აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.