აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა
შეფასება
მერაბ დვალიშვილი | 2024-04-05 |
კარგი კლინიკა,პროფესიონალები და ყურადღებიანი მედ პერსონალი.
დარეჯან ტაბატაძე | 2023-03-05 |
ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მივაკითხე თქვენს კლინიკას-მრტ კვლევაში მქონდა მითითებული ინფექციონისტის კონსულტაცია. რეგისტრატურაში ვიზიტი დამინიშნეს ექიმ ნიკა ზუბადალაშვილთან. მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა ამ ახალგაზრდა, მეტად გულისხმიერ ექიმს... მაგრამ, ყველაზე მეტად მისმა გვარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ღრმა ბავშვობიდანვე ეს გვარი მესმოდა ჩვენს დიდ ოჯახში - ჩემს ბაბუას, ახალგაზრდობის ასაკში დამართნია ნაწლავების გადახლართვა. ბორჯომში, ქირურგმა ზუბადალაშვილმა ჩაუტარა ურთულესი ოპერაცია. გადაარჩინა და თანაც ისე გამოაჯანმრთელა, რომ დიდი ოჯახის თავკაცი, ექვსი შვილის მამა , მთელი დატვირთით, ფიზიკურად შრომობდა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოველთვის მადლიერებით იხსენიებდა მის გადამრჩენელ ექიმ ზუბადალაშვილს. სანამ ნიკა ექიმს ჩემს პრობლემას გავაცნობდი, პირველ რიგში მისი გვარით დავინტერესდი და ... როგორი სიხარული განვიცადე - თურმე მისმა დიდმა ბაბუამ გადაარჩინა ჩემი ბაბუ. ნიკა ექიმი არის ადამიანი, რომელიც მთელი გულისყურით უსმენს პაციენტს, წვდება დეტალებში (,,ხრიკები ხომ დეტალებშია") და აძლევს სწორ მიმართულებას. ამიტომაა, რომ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას. მადლობა მას, უმრავლოს ჩვენს სამშობლოს ასეთი პროფესიონალები. პაციენტი დარეჯან ტაბატაძე, 66 წლის.
ირინა ჭკუასელი | 2021-01-17 |
დიდი მადლობა ზოგადი ქირურგიის განყოფილებას, საუკეთესო ექიმები, ექთნები, სანიტრები. განსაკუთრებული მადლობაექიმებს ავთო დგებუაძეს, გიორგი სიჭინავას და გიორგი ბაბუნიძეს, მადლობა რომ არსებობთ და ნამდვილად გამიმართლა თქვენთან რომ მოვხდი, უფალი გფარავდეთ!