თინათინ მაღრაძე |
2022-06-03 |
ყურადღებიანი პერსონალი.. მადლობა თქვენ!
ჩემი უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ ვინც გულისხმიერება და ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ, ვარ მარტოხელა დედა ობოლი არ ვიღებ არანაირ დახმარებას. ძალიან მეშინოდა რომ, არ მიმიღებდენ ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ მათმა სითფომ გვერდით დგომამ და სიყვარულმა მოლოდინს გადააჭარბა. მუდამ მადლობელი ვიქნები ღუდუშაურის გენოკოლოგიური განყოფილების მედ. პერსონალის რომლებაც სტიმული მომცეს რათა მედა ჩემა შვილმა გავაგრძელოთ ცხოვრება.
თინათინ ცინარიძე |
2019-08-08 |
2019 წლის აგვისტოს თვეში, უმძიმესი პაციენტით (ასაკი 93 წელი, დიაგნოზი დიაბეტური განგრენა) მივმართეთ ღუდუშაურის კლინიკას, სადაც პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩატარდა არაერთი მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა გადაუდებელი კვლევები. სწორედ, ღუდუშაურის კლინიკის თავდადებული, ახალგაზრდა პროფესიონალი გუნდის დახმარებით, ურთულესი 93 წლის პაციენტს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, რისთვისაც გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ. მადლობა მინდა გადავუხადო სრულად კლინიკის კოლექტივს, განსაკუთრებით კი, ქალბატონ მარინა გელანტიას, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით, ასევე, ამპუტაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის სისხლძარღვთა ქირურგს, დავით კობახიძეს, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგს ლიკა ჯაჯანიძეს.
მანანა ჩიღოშვილი |
2018-12-15 |
მომწონს ღუდუშაურის კლინიკა. ყურადღებიანი და პროფესიონალი კადრი მუშაობს ამ კლინიკაში. მე პირადად კმაყოფილი ვარ და მადლობა კლინიკის მედპერსონალს.
თეა ბანეთიშვილი ამაშუკელი |
2016-04-06 |
ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ნატალი ფირცხალავასი და მთელი მისი კოლექტივის. ქალბატონი ნატასნაირი პროფესიონალი კეთილშობილი და ყურადღებიანი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა..არ მჯეროდა რომ არ დამჭირვებოდა თუ ასეტი პროფესიონაები კიდევ ყავდა საქართველოს მედიცინას გაიხარეთ და იმრავლეთ ქალბატონო ნატა მუდამ თქვენი მადლიერი ვარ და ვიქნები.
გულქვა ხალხი. საზიზღარი კლინიკა. უყურადღებობის პიკი. ორსულთა პათოლოგიასა და სამშობიაროში. კოშმარია დაუვიწყარი.
ომარი ქორჩილავა |
2015-10-28 |
კლინიკა რომელიც საუკეთესოა საქართველოში არსებული სიტუაციების ფონზე
იქნებ უფრო გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები მოიყვანოთ კლინიკაში..უმეტესობა გონზე არარის, სტატისტიკას მაინც გადახედეთ თუ რა დიდია სიკვდილიანობა თუნდაც ორსულების... ხალხი მალე გაიგებს კვლევის შედეგს
მაია ნესუაშვილი |
2015-04-22 |
გამოვხატავ თქვენს მიმართ გულწრფელ მადლიერებას და პატივისცემას იმსათის რაც თქვენმა დიდმა კოლექტივმა ჩემთის გააკეთა. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაწყებული დამხმარე პერსონალიდან დამთავრებული პროფესორ -ექიმებით. ასევე დაწყებული რეანიმაციიდან დამთავრებული მეან-გინეკოლოგიით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეანიმაციის ექთანს მარი გათენაშვილს იმ თავისი გულისხმიერებისთის რაც ჩემთის გამოიჩინა და არა მარტო ჩემს მიმართ.არ მოუშალოს სიკეთე და წყალობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი ცოდვების დანახვა, სხვათა შენდობა, სიკეთისა და საქმისადმი ერთგულების დანახვა შეუძლია. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ და თქვენს პაციენტებს! მადლიერების გრძნობით, მაია ნესუაშვილი
საზიზგარი კლინიკა საზიზღარი და გულქვა ექიმი რომლის წყალობითაც ჩემს შვილს ეხლა ცერებრალური დამბლა აქვს დროზე რომ არ ამოიყვანა ბავშვი , მეზიზღება ღმერთმა დასაჯოს იმისთვის რაც ჩემს შვილს დამართა, უგულო და უსულო ცხოველი, არაფერს არ ვაბრალებ ზუსტად ვიცი რასაც ვიძახი , ყვირილი რომ არ დამეწყო მომიკლავდა ბავშვს მუცელში სისხლდენით შევედი და ნახევარი საათი იჯდა და მიყურებდა რა მნიშვნელობა აქვს მუცელში მოკვდება თუ რომ ამოვიყვან მერეო ასე თქვა , ეს სიტყვები ბევრს უთხარი მერე და იგონებო აბა მომეჩვენა თურმე , ღმერთის გეშინოდეთ ექიმებო! მანდ ერი ექიმია ნატა ადამიანი და ნამდვილი ექიმი დანარჩენები ექთნებიანად წყალს წაუღია
გუგეშაშვილი ლია |
2014-12-01 |
დიდი მადლობა ღუდუშაურ მარინას მისი დამსახურებაა დღეს ფეხზე რომ ვდგევარ .
საზიზღარი კლინიკა, გულგრილი და უცოდინარი კადრი, რომელთა უყურადღებობის წყალობით ჩემი პატარა დაბადებამდე დაიღუპა... საშინელებები ხდება იქ და დღემდე ცუდად მხდის გახსენაბაც. ქალბატონი ნატალია რომ არა, დღეს ცოცხალი არც ვიქნებოდი.
ყველაზე მაგარი კლინიკა საქართველოში.
მანდ გავაჩინე პირველი შვილი. საშინელება ხდებოდა, არც მინდა გახსენება. გულგრილობის, უცოდინარობის და კორუპციის ზეიმი...
მეორე ბავშვი გავაჩინე ივლისში ამ კლინიკაში (საჭიროება მოითხოდა)! პალატაში იყო აუტანელი სიცხე (ჩემს გვერძე მწოლიარე გოგოს ბავშვი გადაუხურდა), არანაირი პირობა, ახალ ნამშობიარებმა ქალმა, რომ თავი ადამიანურად იგძნოს! ცხელი წყალიც კი არ არის!!! გარედან შეალამაზეს მხოლოდ ეს კლინიკა და შიგნით ისევ კომუნიზმია(ინტერიერი)!!! კადრები მართლა კარგი ყავთ :) ყურადღებიანები და პროფესიონალები არიან!!!
აპრილში მე მეორედ დავიბადე ღუდუშაურში.არ ვიცი როგორ და როდის შეიძლება ავუნაზღაურო ჩემს ექიმებს ის თავდადება რაც ჩემს გამო გაიღეს. დღესაც რომ ვფიქრობ იქაურობაზე, პირველ რიგში ექიმების მიდგომა მახსენდება. ისე გიყურებენ, როგორც საკუთარს. თუნდაც ღიმილი, ყურადღება, თავაზიანი მიდგომა.ცხოვრებაში პირველად გავიკეთე ოპერაცია და პირველად მომიწია ექიმებთან ურთიერთობა, და მოხარული ვარ, რომ ღუდუშაურში მოხდა ეს. ნამდვილად, რომელი ერთი გავიხსენო, ყველა ძალიან პროფესიონალი და ყურადღებიანი იყო. ღმერთის მფარველობას და საქმეში ხელის მომართვას ვუსურვებ თქვენს პერსონალს.
უძლიერესი ექიმები და ყურადღება
მე ძალიან მომწონს ეს კლინიკა. პროფესიონალები მუშაობენ ნამდვილად
მაგარი კლინიკაა, დედაჩემი გადაარჩინეს , დიდი მადლობა
getanxmebit dzalian uyuradgebo kadreeebi yavt..mezizgeba es klinika.umetesobaam bevri arc araperi icis.
პერსონალის უმეტესობა ძალიან ცივია,თან უყურადღებოები,სწორედ მათი მიზეზით დავკარგე შვილი,როცა შეიძლებოდა რომ ყურადღება დროზე გამოეჩინათ და გადაერჩინათ.მძულა ეს კლინიკა,ღმერთმა ნურავინ ნუ მოახვედროს იქ... :-(