თოდუას სამედიცინო ცენტრში ულტრათანამედროვე ლაბორატორია მოეწყობა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

პირველად საქართველოში, აკად.ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრში ულტრათანამედროვე, სრულად ავტომატიზირებული ლაბორატორია მოეწყობა.

ძალიან მალე, რეგიონში უახლესი თაობის აპარატურის დახმარებით შესაძლებელი გახდება, ერთდროულად და დროის მცირე მონაკვეთში, რამდენიმე სახის უზუსტესი კვლევის განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ SYSMEX და DIAGNOSTICA STAGO-ს ულტრათანამედროვე აპარატები ჰემოსტაზის სისტემის, სისხლის საერთო და შარდის დეტალური ანალიზების გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.