თოდუას კლინიკა პრემიუმ კლასის აპარატურით აღიჭურვა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

პირველად რეგიონში, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილება აღიჭურვა ფირმა Canon-ის პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატურის სრული ხაზით: Aplio i700, Aplio i800, Aplio i900.

აპლიოს რევოლუციური iBeam არქიტექტურის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივიღოთ უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის გამოსახულება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, ისე ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ სხვადასხვა ინტერვენციული მანიპულაციების წარმატებით წარმოების თვალსაზრისითაც (ბიოფსია, პუნქცია, დრენირება).

ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, მიკროცირკულაციის შეფასების ინოვაციური მეთოდების, სივრცობრივი გამოსახულების მიღების, ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატები უზრუნველყოფს განსაკუთრებულ, კრისტალურად სუფთა გამოსახულებას, შეუდარებელ სისწრაფეს და მაღალ რეზოლუციას.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიისმთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა დაონკოლოგიის დარგში.

 

კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე : თოდუას კლინიკა