ემლას კრემი - ნემსის გაკეთების აღარ შეგეშინდება!
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ამას ადასტურებს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენეს, რომ ყველაზე გავრცელებულ შიშებს შორის, რომლებიც ინგლისელებს აწუხებთ, მეშვიდე ადგილზე ინიექციების შიშია.
“სამედიცინო” შიშებს, ტრიპანოფობიას, ან ნემსის გაკეთების შიშს, მხოლოდ სტომატოლოგთან ვიზიტმა გაუსწრო.
დამეთანხმები, შიში არც ისე სასიამოვნო გრძნობაა, მე კი მინდა ამ ცუდი შეგრძნებებისგან გაგათავისუფლო და უშიშარი გაგხადო! ამისათვის ყურადღებით წაიკითხე ახლა რასაც დავწერ:
არსებობს 1 მარტივი გამოსავალი, რის შემდეგაც პაწაწუნა ნემსის ჩხვლეტა აღარ გადაიქცევა უზარმაზარ პრობლემად და ამ გამოსავლის სახელი - ემლა კრემია! ეს კრემი სხვადასხვა ინიექციის ჩატარების დროს განვითარებული ტკივილის პრევენციის მიზნით გამოიყენება. მაგალითად: თითიდან, ვენიდან სისხლის აღების ან სისხლის გადასხმის დროს.
ასე, რომ ანალიზების აღებისას ექიმებს, მშობლებს, მეგობრებს და მთელს საავადმყოფოს აღარ მოუწევთ შენი გაკავება და დამშვიდება.
შედარებთ მარტივია, როდესაც ასაკით დიდი ხარ. კიდევ უფრო ცდილობ აკონტროლო შენი თავი და ემოციებიც მოთოკო, თუმცა თუ კი ბავშვი ხარ? ან გყავს პატარა ბავშვი, რომლის ტკივილი, ტირილი და ისტერიკა არამხოლოდ მასზე, არამედ შენზეც ცუდად მოქმედებს?
ბავშვის აქტიური ვაქცინაციის პერიოდი დაბადებიდან 14 წლის ასაკამდე გრძელდება. პირველ რიგში – ეს აცრებია, რომელიც იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველ დღეებში. ამ პერიოდში ასევე ხშირად უტარდებათ დამატებითი გამოკვლევები, მათ შორის სისხლის აღება ანალიზისათვის.
ამ დროის განმავლობაში ბავშვს უტარდება დაახლოებით 12 ვაქცინაცია. ტკივილის შიში, გამოწვეული ჩხვლეტით, ბევრს მთელი ცხოვრება თან მიჰყვება.
მოდი, ნუ დადგამ სცენებს, აცადე ემლა კრემს თავისი საქმე გააკეთოს. ხომ გახსოვს? ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოუფრთხილდე შენს ნერვებსა და ჯანმრთელობას!
კრემის მოხმარების შესახებ მოკლე და მარტივი ინფორმაცია:
ემლა ხელმოსაწავდომია ქალაქის აფთიაქებში და გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოყენების ინსტრუქცია:
- ემლა ედება სქელ შრედ 1,5-2,5 გრ/10 სმ2 სუფთა და მშრალ კანზე (5-გრამინი ტუბის მესამედი ან ნახევარი)
- მოაცილე ქაღალდი ოკლუზიურ სახვევს. სახვევი მოათავსე კანზე დადებულ კრემზე (სახვევი თან ახლავს შეფუთვას, შეიძლება ასევე საკვები ცელოფანის გამოყენება).
- ფრთხილად მიაკარი სახვევის კიდეები. მოაცილე ქაღალდის ჩარჩო. ჩაინიშნე აპლიკაციის დრო. აპლიკაციის დროის გასვლის შემდეგ მოხსენი სახვევი და მოწმინდე კრემი.
სახლის პირობებში გამოყენება:
ემლას დატანა ხდება ექიმთან ვიზიტამდე 15-20 წუთიდან 1 საათით ადრე, პროცედურის სირთულის მიხედვით, ემლას წასმა ხდება კანის დაუზიანებელ სუფთა, მშრალ, ზედაპირზე. რაც უფრო მეტ ხანს გაიჩერებ ემლას კანზე, მით უფრო ძლიერი იქნება ანესთეზია.
უკუჩვენებები:
ემლას გამოყენება უკუნაჩვენებია 37 კვირაზე ადრე დაბადებულ დღენაკლულ ჩვილებში. მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
კანი: კანის ტრანზიტორული რეაქციები პრეპარატის გამოყენების ადგილას, როგორიცაა სიფერმკრთალე, სიწითლე და შეშუპება.
გამოყენების წინ, აუცილებელად გაეცანი გამოყენების ინსტრუქციას.
ემლა (ლიდოკაინი 2,5% და პრილოკაინი 2,5%).
ჩვენებები:
ემლა გამაოიყენება კანის გაუტკივარებისათვის შემდეგი პროცედურების დროს:
- ნემსის შეყვანა (ინექცია, სისხლის აღება, კათეტერების ჩადგმა)
- მეჭეჭების, ხალების, კანზე წანაზარდების მოცილება
- კანის ბიოფსია
- ლაზერული თერაპია (ჰემანგიომის მოცილება)
- კონტაგიოზური მოლუსკის მოცილება.
თუ კი ჩემი დაწერილი ინფორმაცია შენთვის საკმარისი არაა და დამატებით რაღაცები გაინტერესებს, მაშინ მიმართე სამედიცინო სფეროს მუშაკს.
თუ გაინტერესებს აი, აცრების კალენდარიც
დაინტერესდით ემლას ანოტაციით? გადმოდით ბმულზე: ემლას ანოტაცია
დაინტერესდით ემლას ფასებით? გადმოდით ბმულზე: ემლას ფასები