რატომ და რითი ჯობია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება - სპირალი სხვა კონტრაცეპტივებს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
აბორტს ნებისმიერი სახის კონტრაცეფცია ჯობია, ამიტომ საიმედო კონტრაცეფციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ნებისმიერი სახის კონტრაცეფციას აქვს თავისი მინუსები და პლიუსები , ამიტომ სწორად უნდა შეირჩეს იგი, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს. ჩვენ, აქ შევჩერდებით და შევდარდებით სპირალთან თანაბარი საიმედოობის პროცენტულ მაჩვენებელ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებთან „კოკ-ებთან“ (აბები).
გამოკვლევებით დადგინდა, რომ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს (აბებს) და „სპირალს“ საიმედოობის თანაბარი პროცენტული მაჩვენებლი აქვთ (99,9%), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ადამიანურ ფაქტორს (დამავიწყდა დალევა) სპირალის ეფექტურობა 20 ჯერ უფრო მატულობს.
I მიზეზი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება - სპირალის (ჩსს ) უპირატესობისა არის ის, რომ მასში ადამიანური ფაქტორი არ მონაწილეობს.
II მიზეზი უპირატესობისა არის ის, რომ კონსულტაცია და პროცედურა უფრო მარტივია, ვიდრე კოკ-ის შემთხვევაში. ვინაიდან კოკის შემთხვევაში საჭიროა სისხლის კვლევა შედედებაზე, ხშირად თერაპევტისა და ფლებოლოგის (ვენების პათოლოგიები) კონსულტაცია. რადგან კოკების მიღებით გამოწვეულმა გართულებამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ფორმა მიიღოს.
III მიზეზი სპირალის უპირატესობისა არის ის, რომ მისი ეფექტი დაუყოვნებლივ დგება, კოკ-ისა კი ერთი კვირის შემდეგ.
IV მიზეზი სპირალის უპირატესობისა ის არის, რომ შვილოსნობის უნარის აღდგენა სპირალის ამოღების შემთხვევაში დგება მაშინვე, ხოლო კოკ-ის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.
V მიზეზი სპირალის უპირატესობისა არის ის, რომ სპირალი იდეალურია მეძუძური დედებისთვის, მაშინ როცა კოკს შეუძლია ნაყოფის ჰორმონალური ფონისა და დედის ჰომეოსტაზის შეცვლა.
VI მიზეზი სპირალის უპირატესობისა არის ის, რომ კოკ-თან შედარებით სპირალი დაცულია გამომჟღავნების რისკისაგან და ზედმეტი შეკითხვებისგან.
როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სპირალი?
- 1. სპირალი ირჩევა ჩვენი რეპროდუქციული გეგმების (რამდენი ხნით გვინდა) მიხედვით
- 2. საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის მიხედვით (ოპერაციებისა და მშობიარობების შემდეგ, ზოგიერთი საშვილოსნოს ყელი ფორმას იცვლის და ყველა ფორმის სპირალს ვერ იმაგრებს)
- 3. გინეკოლოგიური ანამნეზის მიხედვით (ანთებებისადმის მიდრეკილება ან მოსალოდნელი ანთებების საშიშროების შემთხვევაში).
რა სახის სპირალები არსებობს?
სპირალებს განასხვავებენ ფორმის, ზომის და მასზე დახვეული მეტალისა თუ მედიკამენტის მიხედვით.
- 1. ფორმის მიხედვით არსებობს ლათინური T ასოს ფორმის , - ქოლგის ფორმის , O - სფერული ფორმის. ფორმა ირჩევა იმის მიხედვით, როგორია საშვილოსნოს ყელი (დეფორმირებული ხომ არ არის ოპერაციისა ან მშობიარობების გამო), რათა არ მოხდეს მისი თვითნებური გამოვარდნა.
- 2. ზომა ორგვარია ნამშობიარები და არანამშობიარები საშვილოსნოსთვის. შესაბამისად 18 მმ და 24 მმ დიამეტრში.
- 3. სტანდარტულად, სპირალი დაფარულია აქტიური (2 ვალენტიანი) სპილენძით, რადგან იგი განაპირობებს სპერმოციდულ აქტივობას. ზოგიერთი მათგანი დაფარულია :
პროპოლისით - ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტისათვის
ვერცხლით - მეტი სტერილურობისთვის
ოქროთი - საშვილოსნოში დგომის გახანგრძლივებისთვის
სუფთა ოქროთი - ბიჟუტერიაზე ალერგიული პაციენტებისათვის.
სტატიის მომწოდებელი: კლინიკა ოჯახის ექიმი