პროფესორი დავით ჯინჭველაძე: რა უნდა ვიცოდეთ სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

 

 

სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ პათოლოგიას წარმოადგენს. ყოველწლიურად მსოფლიოში დაავადების 1 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. საქართველოში კი, ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მე-8 ქალი, ამ დაავადების წარმოშობის რისკქვეშ დგება. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მასშტაბებს, ეს რიცხვი, საკმაოდ დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს.

სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ და "წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა“-ში, მკურნალობის მეთოდებზე არსებულ საშუალებებსა და გზებზე, ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, პროფესორი, ბატონი  დავით ჯინჭველაძე გვესაუბრა.

- ბატონო დავით, რა უნდა იცოდეს პაციენტმა სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ?

- სარძევე ჯირკვლის კიბო - ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც აზიანებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სარძევე ჯირკვლებს. რა თქმა უნდა, მამაკაცებთან მიმართებაში რისკი გაცილებით მცირეა(რისკი იზრდება გინეკომასტიის არსებობის შემთხვევაში). ძუძუს კიბოს ეფექტური მკურნალობისთვის, მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი კომპლექსური ან კომბინირებული თერაპია, მათ შორის ქირურგიული და მედიკამენტოზური.

 

- სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკებსა და რისკჯგუფებზე რომ გვესაუბროთ?

- ქალებში ყველაზე ხშირად(47-60%) კვანძოვანი სიმსივნე, ლოკალიზებულია სარძევე ჯირკვლის ზემო გარეთა კვადრანტში, თუმცა არსებობს სიმსივნის სხვა სახეობებიც, მაგ., ძუძუს კიბოს შეშუპებითი ფორმა, სადაც კვანძი საერთოდ არ ისინჯება. დაავადებას ადრეულ ეტაპზე ასიმპტომური მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვის ზრდას, განვითარებული ქვეყნების ცხოვრების წესს უკავშირებენ: მაგალითად, ოჯახებში შვილების რაოდენობის შემცირება, პირველი მშობიარობა გვიან ასაკში, ძუძუთი კვებაზე უარის თქმა. დაავადების განვითარების ალბათობა გაცილებით დიდია იმ ქალებში, რომლებსაც არ ჰქონიათ არცერთი მშობიარობა.

რისკ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: ასაკი(უფრო ხშირად სარძევე ჯირკვლის კიბო 50-55 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფიქსირდებათ), ოწევა და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მომხმარება, ნაადრევი პირველი მენსტრუაცია და გვიანი მენოპაუზა, ძუძუს მექანიკური ტრავმები, სიმსუქნე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს - დაავადების განვითარებაზე პასუხისმგებელი მთელი რიგი გენების გარკვეული მუტაციებია.

 

- რა სიპტომებით ხასიათდება სარძევე ჯირკვლის კიბო?

- ძუძუში სიმაგრის, მკვრივი კვანძის არსებობა, იღლიაში სიმაგრის არსებობა, რაც შეიძლება იყოს ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების სიმპტომი, სიწითლეები, გამონაყარი, ძუძუს მიდამოში კანის ეროზია, გამონადენი ძუძუდან (სისხლიანი), შეშუპების არსებობა, ვენების ზომის ზრდა, ძუძუს თავის ფორმის შეცვლა ან ჩაღრმავება.

 

 

                           

 

 

- როგორია სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის მეთოდები?

- ჩვენ ვსარგებლობთ რამდენიმე გაიდლაინით, რითაც ხდება ჩვენი პაციენტების მართვა. ეს არის: ამერიკული და ევროპული. უნდა აღენიშნოს, რომ ყოველთვის, ყველაფერს აქვს თავის ჩვენება, ყოველთვის არის შესაძლებელი პაციენტის წინასწარი დაგეგმარება, შესაბამისი კვლევების ჩატარება, დიაგნოსტიკის შემდეგ კი იქნეს შერჩეული თუ, რა სჭირდება კონკრეტულ პაციენტს: ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია, ჰორმონალური თერაპია, თუ თარგე თერაპია, ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა ერთ პაციენტს დაენიშნოს ყველა ზემოთ მითითებული ჩარევა. ისევ და ისევ გავაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი ჩვენება.

 

- რას გვეტყოდით ძუძუს შემანარჩუნებელ ოპერაციებთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებას:

1. რა თქმა უნდა ვაკეთებთ, თანაც დიდი სიხარულით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარულია, როდესაც ქალს თავისი სარძევე ჯირკვალი ადგილზე რჩება.

2. ზოგიერთი პაციენტი მეკითხება: - როგორ ჯობს, მოვიცილო მთლიანად, თუ შევინარჩუნო?.. რა თქმა უნდა - შევინარჩუნოთ. რადგანაც მოკვეთილი სარძევე ჯირკვალი, ან შენარჩუნებული სარძევე ჯირკვალი სიცოხცლის ხანგრძლივობაზე, თითქმის არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ ახდენს დიდ გავლენას პაციენტის ფსიქო-ემოციურ სტატუსსა და სიცოცხლის ხარისხზე.

3. სამწუხაროდ, სარძევე ჯირკვლის ქირურგიაში, არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ძუძუს შენარჩუნება შეუძლებელია. ეს უკვე სავარაუდოდ და სამწუხაროდ, გამოწვეული იქნება ან სიმსივნის დიდი ზომით, ან მეტასტაზური ავადმყოფობით, ან თუნდაც, იმის გამო, რომ სიმსივნეს აქვს ცენტრალური ლოკაცია. ამ შემთხვევეაში, დიდი სურვილის მიუხედავად პაციენტის მხრიდან, გვიწევს სარძევე ჯირკვლის სრული მოკვეთა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: პროფესორ დავით ჯინჭველაძის სამედიცინო პროფილი