ნიუ ჰოსპიტალსში რევმატოლოგიის ცენტრი გაიხსნა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დღეიდან “ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. 

ცენტრი პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება და მას მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი, მაკა იოსელიანი ხელმძღვანელობს.

რევმატოლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრული მომსახურება - როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. 

დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება ნიუ ჰოსპიტალსის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

რევმატოლოგიის ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგუ ჩივილები:

ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, მაკა იოსელიანი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია რევმატოლოგიაში. 

ამავდროულად,  პაციენტებს ემსახურებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რევმატოლოგები - მაია ლეკიშვილი და ია დემურაშვილი.

ნიუ ჰოსპიტალსი ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. 

 

კლინიკაში მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: ნიუ ჰოსპიტალსი