„ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიმართა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

28 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრისა“ და „საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ნიუ ჰოსპიტალსისა და სხვა კლინიკების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა მედიცინის სიახლეებს და მოესმინა რევმატოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.

„ნიუ ჰოსპიტალსის მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მაკა იოსელიანმა წარადგინა მოხსენება ნეონატალური წითელი მგლურას რევმატული და კარდიოლოგიური გამოვლინებების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარდგნენ „მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრის“ რევმატოლოგები - მაია ლეკიშვილი, რევმატოლოგიური პაციენტების იმუნიზაციის თემით და ია დემურაშვილი, ჰეპატიტისა და კრიოგლობულინემიის შესახებ მოხსენებით. ამასთან, კონფერენციაზე ლექცია წაიკითხეს პულმუნოლოგმა, ელენე შეროზიამ, კარდიოლოგმა, გიორგი თოდრიამ და ჰეპატოლოგმა, ჯაბა ზარქუამ.

„მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წელს გაიხსნა და პაციენტებს რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრული მომსახურებას სთავაზობს, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

 

კლინიკის პროფილის სანახავად ეწვიეთ ბმულს: ნიუ ჰოსპიტალსი