მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი ბრანისლავ ერემიჩი თოდუას კლინიკის გუნდს შეუერთდა

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი ბრანისლავ ერემიჩი აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდს შეუერთდა.

„სრული სამედიცინო სერვისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი“- ასე აფასებს პროფესორი ერმიჩი აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს.

რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას?
რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ პროფესიულ განვითარებას და მულტიდისციპლინურ მიდგომებს?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "იმედის დღის" ეთერში ისაუბრეს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბრანისლავ ერემიჩმა და რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატალია ჯანყარაშვილმა.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.

 

კლინიკის პროფილის სანახავად და ექიმებთან მიღებაზე ჩასაწერად გადადიტ ბმულზე: თოდუას კლინიკა