მანახე შენი ფრჩხილები და გეტყვი როგორ ხარ შენ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
იცოდი თუ არა, რომ შენს ფრჩხილებს შეუძლიათ შენს ჯანმრთელობაზე გელაპარაკონ?
თეთრი ან წითელი ლაქები, არაერთგვანოვანი ზედაპირი ან დახეთქვა შეიძლება შენს ორგანიზმში მიმდინარე დაავადებას გამოხატავდეს. ფრჩხილებზე შეიძლება: ღვიძლის, ფილტვებისა და გულის პრობლემებიც კი გამოჩნდეს.
იმისათვის, რომ გაიგო თუ, რისი თქმა სურს ფრჩხილებს შენთვის განაგრძე კითხვა...
მკრთალი ფრჩხილები:
მკრთალი ფრჩხილები შეიძლება გამოხატავდეს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:
- ანემია
- გულის უკმარისობა
- ღვიძლის დაავადება
- მალნუტრიცია
თეთრი ფრჩხილები:
ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს ღვიძლის ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ჰეპატიტი.
ყვითელი ფრჩხილები:
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რითიც ფრჩხილების გაყვითლება შეიძლება აიხსნას
არის სოკოვან დაავადებები. ინფექციის გაუარესებისას ფრჩხილები სქელდება და იშლება. ასევე,
იშვიათ შემთხვევებში, ყვითელი ფრჩხილები მიგვანიშნებს: ფარისებრი ჯირკვალის ან ფილტვის
დაავადებებზე, ან დიაბეტსა და ფსორიაზზე.
მოლურჯო ფრჩხილები:
თუ კი გაქვს მოლურჯო ფრჩხილები ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შენს ორგანიზმს
საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება და გაქვს ფილტვების პრობლემა. ისეთი, როგორიცაა
მაგ: ემფიზემა. ფრჩხილების ლურჯად შეფერვა ახასიათებს გულის ზოგიერთ დაავადებასაც.
ტალღოვანი ფრჩხილები:
ტალღოვანი და გაუფერულებული ფრჩხილები, მოწითელო-მოყავისფრო ფრჩხილქვეშა კანით,
ფსორიაზის ან ანთებითი ართრიტის ადრეული ნიშნებია.
დახეთქილი ან გაყოფილი ფრჩხილები:
თხელი, მსხვრევადი, დამსკდარი და გაყოფილი ფრჩხილები უკავშირდება თირეოიდულ
დაავადებებს. თუ კი ამასთან ერთად აღინიშნება ფრჩხილების სიყვითლეც მაშინ საქმე გვავს
სოკოვან ინფექციასთან.
მსხვილი ფრჩხილები:
მსხვილი ფრჩხილები, ირგვლივ შეწითლებული კანით, მიგვანიშნებს მორგვის ანთებაზე.
ამ ყველაფერს იწვევს სხვადასხვა ინფექციაც.
მუქი ხაზები:
ფრჩხილქვეშა მუქ ხაზებს ხშირად იწვევს კანის კიბო - მელანომა. ამიტომ მისი გამოკვლევა
წამითაც არ უნდა გადადო.
დაკვნეტილი ფრჩხილები:
გგონია, რომ ფრჩხილების კვნეტა მხოლოდ მავნე ჩვევაა? ის შეიძლება მუდმივ, აკვიატებულ
მოუსვენრობად იქცეს, რაც აუცილებლად სამკურნალოა.
როგორც ხედავ, ფრჩხილებს ნამდვილად შეუძლია გითხრას თუ, როგორ ხარ შენ. თუმცა არ შეგეშინდეს! თეთრი ფრჩხილები არ ნიშნავს იმას, რომ შენ აუცილებლად ჰეპატიტი გაქვს. თუ მაინც გაქვს რაიმე ეჭვები აუცილებლად მიმართე დერმატოლოგს დროულად!
ამ ბმულზე ნახავთ: საუკეთესო დერმატოლოგებს
ამ ბმულზე ნახავთ: დერმატოლოგიურ კლინიკებს