თოდუაში კვლევები ბოლო თაობის აპარატით განხორციელდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ულტრაბგერით განყოფილებაში სამეანო და გინეკოლოგიური კვლევები განხორციელდება ბოლო თაობის აპარატით - GE Voluson E10 - BT19!
- ნაყოფის საუკეთესო 3D/4D გამოსახულება;
- ახალი თაობის გადამწოდები უზრუნველყოფენ მაღალ შეღწევადობას და გამოსახულების ოპტიმიზაციას, რაც ვიზუალიზაციის შეუდარებელ ხარისხს იძლევა;
- ახალი პროგრამის fetalHQ-ს დახმარებით ექიმი უკეთ აფასებს ნაყოფის გულის კამერების ზომას, ფორმასა და კუმშვადობას;
- ნაყოფის ტვინის სტრუქტურების შეფასება გაცილებით ეფექტური და მარტივია;
- კვლევის 2D, 3D/4D რეჟიმებში მიღებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული ხარისხის გამოსახულების ხარჯზე შესაძლებელი ხდება მეტი სიზუსტით დადგინდეს საშვილოსნოსა და მისი დანამატების პათოლოგიური სტრუქტურული ცვლილებები და განვითარების ანომალიები;
- აპარატის დახმარებით სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაცია სწრაფად და მარტივად ხორციელდება, მათ შორის დაბალი სიჩქარის სისხლის ნაკადებისაც;
- უახლესი თაობის ტექნოლოგია ქმნის ახალ სტანდარტს ფერადი დოპლერის გამოსახულებაში;
- E10-ს ოპერატიული სიმძლავრე 4-ჯერ აღემატება თავის წინამორბედს, რაც საშუალებას იძლევა რთული ალგორითმის პროგრამები და აპლიკაციები შეუფერხებლად იქნას გამოყენებული.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.
კლინიკის პროფილის სანახავად და ექიმებთან ჩასაწერად გადადით ბმულზე: თოდუას კლინიკა