კომპიუტერული კორონაროგრაფია თოდუას სამედიცინო ცენტრში
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
კომპიუტერული კორონაროგრაფია აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში!
კომპიუტერული კორონაროგრაფია - გულის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კორონარული არტერიების მაღალი გარჩევადობით ვიზუალიზაცია.
კტ კორონაროგრაფიის ჩვენებებია: სისხლძარღვის კედელზე არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქის გამოვლენა და მისი სტრუქტურის შეფასება; სტენოზის ლოკალიზაციისა და ხარისხის განსაზღვრა; თანდაყოლილი ანომალიებისა და ანატომიური თავისებურებების გამოვლენა; აორტოკორონარული შუნტისა და სტენტის მდგომარეობის შეფასება; კორონარულ არტერიებში Ca-ის მაჩვენებლის (Calcium scorig) გამოთვლა.
კტ კორონაროგრაფია საშუალებას გვაძლევს გულის გამოკვლევასთან ერთად შევაფასოთ ფილტვის პარენქიმა, შუასაყრის ორგანოები და მაგისტრალური სისხლძარღვები.
განსხვავებით ინვაზიური კორონაროგრაფიისგან, კტ კორონაროგრაფია არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და არ ახასიათებს გართულებები. გამოკვლევა გრძელდება 5-7 წუთი. კვლევა ტარდება 640 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე - AQUILION ONE (TOSHIBA).
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.
კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე: აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი