იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები 10-11 სექტემბერს „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ.
"ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ კვაჭაძესთან ერთად, პაციენტების უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები - ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონე ჩეზარო MD, PhD და მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.
უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:
- ანემიები
- თრომბოციტოპენიური პურპურა
- კოაგულოპათიები
- თალასემიები
- მედიკამენტოზური პანციტოპენია
- მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
- ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
- ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
კლინიკის პროფილის სანახავად და მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე : ნიუ ჰოსპიტალსი