ეპილაცია - ესთეტიკური მედიცინა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დღეისათვის კოსმეტოლოგების არსენალს მრავალი სახეობის ეპილაციის საშუალებები ავსებს, მათი ჩატარების პროცედურებიც განსხვავდება და სწორედ ამიტომ, გვსურს უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კანის მოვლისა და არასასურველი თმის მოცილების ამ მეთოდზე, რათა შეძლოთ თქვენთვის შესაფერისი, სწორი პროცედურის შერჩევა.

რა სახის ეპილაცია არსებობს დღეისათვის?

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადია ლაზერული ეპილაცია, რომლის მეთოდები ეფუძნება ერთ ძირითად პირნციპს - თმის ღერის ფოლიკულის დაშლას და მისი კანში ჩაზრდისთვის ხელის შეშლას.

აუცილებლად უდნა გაითვლისწინოთ, რომ არასასურველი თმის მოსაცილებლად შერჩეული პროცედურა, უპირველეს ყოველისა დამოკიდებულია თქვენს მიზანზე: რა გსურთ, მოიცილოთ არასასურველი თმა დროებით, თუ სამუდამოდ.

შესაბამისად, თუ გსურთ თმა სრულად მოიცილოთ, გვერდს ვერ აუვლით აპარატულ კოსმეტოლოგიას, სადაც ფოლიკულის დაშლა ხდება სხვადასხვა ენერგიის გამოყენებით. ერთ-ერთი მათგანია ლაზერული ეპილაცია, რომლის დროსაც თმის ზრდის ზონა ექვემდებარება ლაზერულ დასხივებას, რაც იწვევს თმის ღერის ფოლიკულის მოწვას, რის შემდეგაც ის სრულად იშლება, ხოლო ლაზერის სხივით დამუშავებულ ზონაზე თმის ზრდა რამოდენიმე პროცედურის შემდეგ წყდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლაზერის სხივის მიერ დამუშავებული კანის ზედაპირის ფართობი შეზღუდულია, რის გამოც ერთი პროცედურისას შესაძლებელია მცირე ნაწილის დამუშავება და სწორედ ამიტომ, ლაზერული ეპილაციის მეთოდი გამოიყენება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ზედა ტუჩი, იღლია, კისერი, ნიკაპი და ბიკინი. 
არსებობს ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა: ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით და სიმძლავრით, მისი გამოყენებით შესაძლებელია თმის მოცილება მუქი ფერის კანზეც მაქსიმალურად მცირე დროში.

არასასურველი თმის მოსაცილებლად აქტიურად გამოიყენება დიოდური ლაზერი, რომელიც ღრმად აღწევს კანში, რაც გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა ეპილაციის შემდეგ, თუმცა პროცედურა შედარებით ნელია.
ლაზერული ეპილაციის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება დაგეხმარებათ არასასურველი თმა მოიცილოთ ტკივილის შეგრძნების მინიმუმადე დაყვანით. ამ პროცედურის კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელი არის ის, რომ მისი ჩატარება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, მხოლოდ პროცედურამდე რამოდენიმე კვირით ადრე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაირუჯოთ კანის დამცავი კოსმეტიკის გამოყენების გარეშე. განასაკუთრებით აღსანიშნავია ის მომენტი, რომ ლაზერულ სხივს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ პროცედურის შემდეგ ალერგიული რეაქციები დიდი იშვიათობაა. არ დაგიზიანდებათ კანი, რადგან დასხივება პირდაპირ მიმართულია თმის ღერსა და ფოლიკულზე და არანაირ გავლენას არ ახდენს კანის მიმდებარე ზონაზე.

მალე ზაფხული დადგება და ზღვის სეზონისთვის მოსამზადებლად ლაზერული ეპილაცია ნამდვილად ყველა ქალბატონისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ჩვენს ქალაქში მრავალი კოსმეტოლოგიური კაბინეტია, სადაც პროფესიონალი კოსმეტოლოგები მშვიდ, სასიამოვნო და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოშსა და უმოკლეს დროში გაგათავისუფლებენ არასასურველი თმისგან. რაც მთავარია, ლაზერული ეპილაციის ფასები თბილისში საკმაოდ ხელმისაწვდომია.

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას და სასიამოვნო კოსმეტოლოგიურ პროცედურებს!