რას გვირჩევს ცნობილი ბლოგერი ე.წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად

ჟურნალ "OK"-ის მთავარი რედაქტორი და ცნობილი ბლოგერი, ნინო ჯიბლაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, და H1N1-თან (ე.წ. ღორის გრიპი) დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს:

"ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, თუ ნახეთ რომ მაღალი სიცხე გაქვთ, ან ბავშვებს აქვთ და არ იცით როგორ მოიქცეთ, მე პირადად გირჩევთ მაშინვე მიიყვანოთ გამოკვლევებზე, კვირის დღეებში კეთდება მხოლოდ H1N1 ანალიზი. 12 საათშია პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანია ტამიფლუს პირველ 48 საათში დაწყება. გარდა ამისა აუცილებლად გადაუმოწმეთ ლეიკოციტებიც და ცერეაქტიული ცილაც. ამ ვირუსთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს და ჯობია პირველივე სიმპტომებზე დაიწყოთ სწორი მკურნალობა. თქვენ-თქვენი პედიატრები და ექიმები შეაწუხეთ და “აუ საშინელი ვირუსია”, ამით ნუ შემოიფარგლებით. განსაკუთრებით მათ ვაფრთხილებ, არ გაშინებთ - მაგრამ მაღალ მთაში კიდევ უფრო ცუდად ვითარდება ხოლმე, ამიტომ ჯობია თუ სიცხე 39 ასცდა, წამოიყვანოთ სახლში - თბილისისკენ. 15 დღეა ამ ვირუსთან მაქვს საქმე, ჯერ მე გადამარჩინა ჩვენმა ექიმაა გიორგი გვილიამ და მერე ბავშვები სოფო სულავამ.
იმედია გამოგადგებათ ეს რჩევა და დროზე მიუსწრებთ სწორ მკურნალობას, რაც ამ დროს მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია." - წერს ნინო ჯიბლაძე
 

საუკეთესო ინფექციონისტის შესარჩევად ეწვიეთ ბმულს: ინფექციონისტები

ასევე იხილეთ: როგორ ვებრძოლოთ ე.წ. ღორის გრიპს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები