ყურადღება! აქცია დასრულებულია, შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი აქციები.

სრულყოფილი კარდიოლოგიური გამოკვლევა

სრულყოფილი კარდიოლოგიური გამოკვლევა

გაზაფხული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების პერიოდია, ეს დრო განსაკუთერებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისათვის, რადგან შაქრიანი დიაბეტი ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მკვეთრად მომატებულ რისკთან, ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ, ანუ, ტკივილის გარეშე, „ჩუმად“ მიმდინარეობს, შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირს რუტინული კვლევისას შეიძლება გადატანილი ინფარქტიც აღმოაჩნდეს, ისე, რომ, მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ​სწორედ ამიტომ, აუცილებელია დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს, ყოველწლიურად, იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა კარდიოლოგიური ჩივილი, ჩაუტარდეს პროფილაქტიკური კარდიოლოგიური გამოკვლევები.

 

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი „დიაკორი“ გთავაზობთ და გაძლევთ საშუალებას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ჩაიტაროთ სრულყოფილი კარდიოლოგიური გამოკვლევა, კერძოდ:

 

კარდიოლოგის კონსულტაცია 

 

ექოკარდიოსკოპია 

 

ფიზიკური დატვირთვის ტესტი

 

24 სთ-იანი ჰოლტერ-მონიტორინგი აბსოლუტურად სიმბოლურ ფასად – 110 ლარად.

 

აქციის ხანგრძლივობა 1 მაისიდან 1 ივნისამდე.

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.