3.8

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი

💬 19
👍 117
👁️‍🗨️ 56941
კლინიკის მისამართი
📍 ლუბლიანას ქ. 21

შეფასება

ნინა დვალი 2019-08-19

ამ კლინიკასთან შეხება ძალიან ცოტა ხნის წინ მქონდა.პირველ რიგში უდიდესი მადლობა ბატონ ბუბა სალამბერიძეს,რომელიც პროფესიონალია,ეს ადამიანი არის მოწოდებით ექიმი და დაპროგრამებული არ აკეთებს თავის საქმეს,როგორც ეს ბევრ ექიმს სჩვევია.ყოველთვის გისმენს გულისყურით,და ცდილობს აგიხსნას ყველა ნიუანსი დეტალურად.გარდა ამისა აქვს საოცარი უნარი დამშვიდების.ეს ნამდვილად დასაფასებელია. ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს,სამწუხაროდ მათზე იგივეს თქმა არ შემიძლია,რადგან ყველა ერთნაირად აბსოლიტურად არაადექვატურია.ვერ ან არ იაზრებენ,რომ მათი უკულტურო ქმედებით ზიანს აყენებენ კლინიკის პრესტიჟს.მოხარული ვიქნებოდი,თუკი ამ ბატონებს როგორმე ასწავლით საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.


ლელა ველიანი 2019-06-26

მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ახალგაზრდა ექიმ-ტრავმატოლოგების მიმართ, ვინც 19 ივნისს დღის 3 საათისთვის მორიგეობდა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში. ეს გახლავთ ვანო ქისტაური და მასთან ერთად ახალგაზრდა ექიმი, ვისი გვარ-სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი. მათ ძალიან დიდი გულისხმიერებით მიიღეს და დახმარება გაუწიეს ასაკოვან ქალბატონს (ჩემს დედას) გულს უხარია ასეთ ჭკვიან და ყურადღებიან ახალგაზრდა ექიმებს რომ ვხედავ. წარმატებას ვუსურვებ მათ პროფესიულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.


ნინო 2016-02-23
2015 წლის ზაფხულში ხელი გადაურჩინეს ამ კლინიკაში ჩემს მეუღლეს. უაღრესად კარგმა პროფესიონალმა ბ-ნ რაულ ჩხაიძემ გაუკეთა ოპერაცია, აღუდგინა ხელი ბოლომდე. გუშინ მე მივედი, მუხლის ტრავმით. ექთნიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული გადამყვა ყველა თან. უმოკლეს დროში აღმომიჩინეს დახმარება. დიდი მადლობა. აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ!!

ინფორმაცია

ინფორმაცია არ არის დამატებული

ვიდეოები

ინფორმაცია არ არის დამატებული