5
გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

5
53
34313
5
53
რეკომენდაცია
5შეფასება
34313ნახვა
კლინიკის მისამართი
კლინიკასთან დაკავშირება ჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.

თეონა ოგანეზოვი
2021-04-19

საუკეთესო კლინიკა პერსონალით. ყველაფერი იდეალური და კარგი

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გოგი
2019-04-10

საუკეთესო

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
tiko gelashvili
2018-09-07
sauketeso eqimebi gyavt.me vicnob baton kaxaber toduas is sauketesoa
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება, კლინიკური გამოცდილების გაზიარება და მოსახლეობის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

ჩვენი უნივერსიტეტის დევიზის  „ტრადიციებით მომავლისკენ“ აღსრულება სათანადო მაღალი სტანდარტის სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზის გარეშე  წარმოუდგენელია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო ნოვაციების დანერგვის ადგილია. „საუნივერსიტეტო“ - არა მხოლოდ ჟღერადი ეპითეტია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ აქ ხდება, ერთი მხრივ მომავალი ექიმების ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ – პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მაღალი დონის გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით. ეს ის ადგილია, სადაც ბევრი სტუდენტისთვის მომავალი, იდეის დონეზე არსებული ოცნება დღევანდელ რეალობას წარმოადგენს.

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში მზადებას გადის 6 000 - ზე მეტი ქართველი, 2 000 - მდე უცხოელი სტუდენტი და ასობით რეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის. აქ განთავსებულია 20-მდე კლინიკური მიმართულება, რომელთა განკარგულებაშია 5 სალექციო აუდიტორია და 70 სასწავლო ოთახი.

 

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისოდ აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე. ეს არის 150 საწოლზე გაშლილი თანამედროვე, მაღალი სტანდარის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარი, სადაც მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული პროფესორები, მედიცინის სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი სამედიცინო კადრის აღზრდის პარარელურად, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას. კლინიკაში 600 ზე მეტი თანამშრომელია.

 

კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის ოცამდე სასწავლო მიმართულების კლინიკური ბაზაა. ეს კი ნიშნავს , რომ აქ მაღალხარისხიანი დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მიღების პარალელურად, სტუდენტები და რეზიდენტები აქტიურად არინ ჩართულნი სამედიცინო საქმიანობაში. ასეთი ინტეგრაცია პროფესიული დახელოვნებისკენ მიმავალი  აპრობირებული, უტყუარი და საიმედო გზაა.

კლინიკაში არის ყველა პირობა თანამედროვე კლინიკური და აკადემიური საქმიანობის, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევების შესრულებისათვის, რაც საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.