5
გააზიარე

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა მედიქალ ჰაუსი

9
62
45146
5
62
რეკომენდაცია
9შეფასება
45146ნახვა
კლინიკის მისამართი
გიორგი
2022-06-06

საუკეთესო კლინიკა, სასიამოვნო გარემო და პროფესიონალი კადრები.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირმა დანელია
2020-11-29

საუკეთესო და თბილი ექიმი. კახა ვაჭარაძე. ერთადერთი ამ კუთხით ვისაც ვენდობი

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2016-09-26
მადლობა ყველაფრისთვის!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

„მედიქალ ჰაუსი“ მრავალპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული ქართულ-ამერიკული კლინიკაა. ჩვენი მიზანია ამერიკული სტანდარტების შესატყვისი, ინოვაციური და ხარჯთეფექტური პირველადი ჯანდაცვა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა, დასაბუთებული დიაგნოზი და მკურნალობა.

 

 

პაციენტის რეალური პატრონაჟი - ეს ჩვენი კლინიკის ნიშანია.

 


საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა “მედიქალ ჰაუსი” ამერიკელმა ოჯახის ექიმმა თიმ გურჩმა (თემური ღურჭუმელიძე) დააარსა. იგი ამავდროულად აშშ-ს ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელია. კლინიკა სანდიეგოში 20 წელია ფუნქციონირებს, თიმ გურჩი კი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ექიმია. მისი მიზანია ამერიკული კლინიკის ყველა მიღწევა და ინოვაცია საქართველოში გადმოიტანოს, ამდენად სანდიეგოს კლინიკა მედიქალ ჰაუსის სრულ სამეცნიერო-აკადემიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს. თავად თიმ გურჩი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში და პირადად იღებს პაციენტებს ჩვენს კლინიკაში. ასევე, მუდმივად ატარებს ტრენინგ-კურსებს ჩვენი ექიმებისთვის. დღეისათვის ჩვენთან მკურნალობა იმავე სტანდარტებით ხორციელდება, რაც ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკაშია დანერგილი.
მხოლოდ მედიქალ ჰაუსში გეძლევათ საშუალება, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამერიკაში მოღვაწე ექიმებს ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდეთ. ონლაინ რეჟიმშივე ხორციელდება ჩვენს კლინიკასა და აშშ-ს ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკას შორის ყოველკვირეული კონფერენციები.

 

 

საოჯახო მედიცინის ქართულ- ამერიკული კლინაკა „მედიქალ ჰაუსის“ სურვილია ქვეყანაში მტკიცედ დაიმკვიდროს ლიდერის ადგილი ინოვაციური ტექნოლოგიების, დაავადებათა პრევენციის, მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის, პაციენტის რეალური ინფორმირებულობის პრინციპების დანერგვასა და განხორციელებაში.
ვებრძვით რა, ქართულ მედიცინაში არსებულ მოძველებულ და ზოგჯერ მანკიერ სტერეოტიპებს და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად ვიცავთ 5 არას პრინციპს:

 

  1. არა – პოლიპრაგმაზიას (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა);
  2. არა – არარაციონალურ და გაუმართლებელ ანტიბიოტიკოთერაპიას;
  3. არა -ტკივილს:
  4. არა – ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში მყოფ ექიმებს:
  5. არა – პაციენტის ჯანმრთელობაზე ექიმის ფორმალურ დამოკიდებულებას;

 

ჩვენი სურვილია პაციენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მედიცინის თანამედროვე მიღწევები, დავუმკვიდროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. დავიცვათ დაავადებების ქრონიზაციისგან, პრევენცია გავუკეთოთ ორგანიზმის მძიმე და შეუქცევად დაზიანებას.
 

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.