4.3
გააზიარე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

34
98
74611
4.3
98
რეკომენდაცია
34შეფასება
74611ნახვა
კლინიკის მისამართი
ჩიქოვანი
2021-10-19

ევექსისი დიდი დიღმის კლინიკით ძალიან კმაყოფილები ვართ,უდაოდ ძალიან ყურადღებიანები არიან დაცვიდან დაწყებული რეგისტრატორებით და თავისთანად ექიმებითაც, წლებია ჩემი ოჯახის მძიმე ავადმყოფურ სიტუაციას მართავენ. დიდი მადლობა თვითეულ მადგანს და განსაკუთრებით ოჯახის ექიმს ნატო კბილაშვილს. ადამიანური, გულისხმიერი დაუზარელი და საქმის მცოდნე. ეს არაა მარტო სიტყვები ჩემი მოჯახის მაგალითზე ვსაობრობ. კარდიოლოგი ეკატერინე კვანჭიანი, ნევროლოგი ხუბულავა თეა, ლაბორატორიის თანამშრომლები, რადიოლოგი- ოთარაშვილი სოფიო, ოფთალმოლოგია ხუციშვილი ანა, ვისთანაც მუდმივად ჩემი მძიმე დგომარეობიდან გამომდინარე სულ მიწვეს კონტაქტი. და მადლობას ვამობო ყოველთვის რომ ექიმებით რომ გამომართლდა და მოვხვდი პროფესიონალებთ. მადლობა მთელ გუნდს და თვითოელ ამ ადამიანებს

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
natia turmanidze
2020-08-20

განუკითხაობა ხდება ევექსის კლინიკებში საშინლად უკმაყოფილო ვარ ბავშვი მყავს აღრიცხვაზე და ვნანობ ალბათ სხვაგან გადავიყვან.ფასები გაქვთ გადასახედი ვერავინ ვერ დამისაბუთა რატომ ღირს საამაგი ერთერთი ლაბორატორიული ანალიზი როცა სხვა მაღალკვალიფიცირ კლინიკებში იგივე ანალიზი გაცილებით ხელმისაწვდომ ფასშია.არც ინფორმირება ხდება ნორმალურად მოსაწესრიგებელია ყველანაირად მართვის სისტემა

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შორენა
2019-11-02

ვარკეთილის და ისნის ევექსში საშინელება ხდება დროულადაც არ აღებენ კარს .ზუსტად 9 საათზე არასდროს გიშვებენ დაცვის თანამშრომელი ილანძღება პაციენტების მისამართით . რეგისტრატურასთან გაუთავებელი რიგები პაციენტებს აქეთ იქეთ აგზავნიან განერვიულებულ პაციერტებს ლაბორატორიასთან წნევა უწევს და ხელების კანკალით ელოდებიან როდის აიღებენ ანალიზს რომლის შედეგიც საეჭვოა სწორი იყოსე ამდენი ნერვიულობის მერე

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 78 კლინიკით არის წარმოდგენილი. ჰოსპიტალურ ქსელში დანერგილია საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (JCI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხის განხორციელებას და იმ შესაძლებლობის გაჩენას, რომლითაც თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ქსელში შემავალ კლინიკებში ვიზიტისას.

სამედიცინო ქსელში არსებული თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და ეფექტური მუშაობის პრინციპი,უზრუნველყოფს გეგმიური და გადაუდებელი შემთხვევებისას შეუფერხებელი და დროული სამედიცინო ინტერვენციის შესაძლებლობას.

პირველად საქართველოში ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ წარმატებით დაინერგა და ვითარდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი, რომელიც დაფარავს როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნას. კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 3–ჯერ ნაკლებია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასთან შედარებით. დღეისათვის ჩატარებული ტრანსპლანტაციის ყველა ოპერაცია 100% წარმატებით დასრულდა.

საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექიმების გუნდი უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს მედიცინის ყველა დარგში, ქსელში შემავალი კლინიკების გაერთიანება მოიცავს 55–ზე მეტ სამედიცინო სპეციალობას. პაციენტებს კი ევექსში ვიზიტისას შეუძლიათ მიიღონ ისეთი სახის სამედიცინო მომსახურებები, როგორიცაა:
 

ტრანსპლანტაცია                                     
ზრდასრულთა  ღვიძლის  ტრანსპლანტაცია
ზრდასრულთა  და  ბავშვთა  თირკმლის  ტრანსპლანტაცია
ზრდასრულთა  ძვლის  ტვინის  ტრანსპლანტაცია
 

ორთოპედია
ორთოპედიული  მენჯ-ბარძაყის  სახსრის  პროთეზირება
ორთოპედიული  მუხლის  სახსრის   პროთეზირება
 

რეპროდუქტოლოგია                         
ინვიტრო  ( ხელოვნური ) განაყოფიერება
 

ქირურგია                                                     
ბარიატრიული  ქირურგია ( სლივ-გასტრექტომია, გასტროპლიკაცია )
 

ონკოლოგია
ონკოლოგიური  რადიოთერაპია
ონკოლოგიური   ქირურგია
 

პლასტიკური  და  ესთეტიკური  ქირურგია
მკერდის  პლასტიკა
ცხიმების   შემცირება
სახისა  და  კისრის  პლასტიკა
რინოპლასტიკა
 

ოფთალმოლოგია
მაკორექტირებელი  ოპერაცია
კატარაქტას   ოპერაცია ( ულტრაბგერითი ფაკოემიფიკაცია, კატარაქტის  ექსტრაკაფსულური  და  ინტრაკაფსულური  ოპერაციები )
გლაუკომის  ოპერაცია
ქუთუთოების  პლასტიკა
ორბიტის  პლასტიკა ( ოკულოპლასტიკა )

 

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.